ეკონომიკის მინისტრმა თელავში „ჰოლიდეი ინნ"- ის ბრენდის ქვეშ ახალი სასტუმრო გახსნა
პოლიტიკა - 17:11, 25 Oct, 2019     1138

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თელავის ცენტრში „ჰოლიდეი ინნ" - ის ბრენდის ქვეშ ახალი სასტუმრო გახსნა. თელავში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანის პროექტი სამთავრობო პროგრამით „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა. „ჰოლიდეი ინნ" - ი საერთაშორისო ბრენდის ქვეშ მომუშავე პირველი სასტუმროა თელავში. სასტუმროს პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ ლარს შეადგენს და 65 ადამიანი დასაქმდა.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს შესაძლებლობა მომეცა, თელავში სასტუმრო „ჰოლოდეი ინნ"-ის ოფიციალური გახსნა მიმელოცა მისი მესვეურებისთვის. არაჩვეულებრივი ობიექტი შეემატა კახეთს, თელავს, დასაქმდა 65 ადამიანი. სასტუმრო ჯერ კიდევ სატესტო მუშაობის პერიოდშიც კი 50%-ზე მეტად იყო დატვირთული, დღეიდან კიდევ უფრო მეტად დაიტვირთება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სასტუმროს გახსნისას. ნათია თურნავას განცხადებით, თელავის „ჰოლიდეი ინნ" - ი კარგი დასასვენებელი ადგილია როგორც შაბათ-კვირის, ისე არდადეგების გასატარებლად.

85 ნომრიან სასტუმროში, საზოგადოებრივი სივრცეები მოიცავს ინოვაციურ, ღია ლობი ბარის კონცეფციას, რომელიც შეიმუშავა ბრენდმა. სივრცე აღჭურვილია სამაგიდო თამაშებით, ეკრანებით, იდეალური მყუდრო სივრცით სტუმრების გასართობად და სამუშაოდ თანამედროვე და კომფორტულ გარემოში. სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებულია რესტორანი "ბატონთან" ქართული ტრადიციული სამზარეულოთი, ხოლო მეხუთე სართულზე ევროპული რესტორანი და ბარი „იბერიკო", საუკეთესო ხედით ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე. სტუმრებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ სასტუმროს ღია ტიპის საცურაო აუზით პანორამული ხედებით, საუნით, ორთქლის აბანოთი და თანამედროვე სავარჯიშო დარბაზით. სასტუმროში ასევე განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი 50 სტუმარზე.

სასტუმროს გახსნაში ასევე მონაწილეობა მიიღეს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42