მღვდელმონაზონი ანდრია არქიმანდრიტ ბართლომეს: "არ შეიძლება სასულიერო პირი დაემსგავსოს ეშმაკს, რომელიც კაცობრიობის მოდგმას მუდამჟამს წყევლის"
პოლიტიკა - 16:36, 25 Oct, 2019     1541
"არ შეიძლება სასულიერო პირი დაემსგავსოს ეშმაკს, რომელიც კაცობრიობის მოდგმას მუდამჟამს წყევლის"- ასე ეხმაურება მღვდელმონაზონი ანდრია სარია არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის საჯარო კომენტარს, სადაც სასულიერო პირმა დაწერა, რომ ანიტა რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველიდა.
მღვდელმონაზონი ანდრია თავის წერილში აღნიშნავს -"ადამიანმა რომ მოინდომოს მისი ბიოგრაფიის შესწავლა მლოცველის ნაცვლად ხელში შერჩება მაწყევარი მღვდელი".
წერილის ბოლოს მღვდელმონაზონი ლოცავს საოპერო ვარსკვლავს, რომელიც არქიმანდრიტმა ბართლომემ შეიძლება ითქვას დაწყევლა.
ქრისტიან სასულიერო პირს მოეთხოვება იყოს მოკრძალებული, მლოცველი, სინანულისკენ მომწოდებელი, მომრიგებელი, შემგონებელი და რაც მთავარია მოსიყვარულე (სითბოს გამტარი). არ შეიძლება სასულიერო პირი დაემსგავსოს ეშმაკს, რომელიც კაცობრიობის მოდგმას მუდამჟამს წყევლის. წლებია თვალს ვადევნებთ არქიმანდრიტ ბართლომეს (ფირცხალაშვილი) მხრიდან გააქტიურებას სწორედ ამ მიმართულებით, რაც სამწუხაროა. ადამიანმა რომ მოინდომოს მისი ბიოგრაფიის შესწავლა მლოცველის ნაცვლად ხელში შერჩება მაწყევარი მღვდელი. მაწყევარი კი, როგორც ვიცით დემონოლოგიის გამაგრძელებელი ხდება ქვეყნად. პოლიტიკოსის შვილის დასაცავად მზად არის დანარჩენი მორწმუნე საზოგადოება წყევლოს. უფალი ძალიან მწარე შეფასებას აძლევს ბოროტი ბაგის მქონეებს: ,, იქედნეს ნაშიერნო, როგორ შეგიძლიათ, თავად უკეთურთ, კეთილი სიტყვის თქმა? ვინაიდან გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე'' (მთ. 12.34). ეკლესიის მოვალეობაა ადამინებს შორის დათესოს სიკეთე და არა ღვარძლი. უფალი გვაერთიანებს სიკეთეში, ხოლო ეშმაკი გვყოფს. პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად ჩვენი ვალდებულებაა ადამიანებზე ვიზრუნოთ, ვილოცოთ და უფალს ვთხოვოთ მათი სულისა და ხედვის გამოსწორება.
ჩვენ, ვლოცავთ ქალბატონ ანიტა რაჭველიშვილს და ვუსურვებთ მართლმკვეთელობით ცხოვრებას. უფალმა დაიფაროსო ბოროტისაგან, ამინ!"- წერს სასულიერო პირი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42