პარლამენტის ქუთაისში დაბრუნება და კიდევ 10 ინიციატივა იმერეთის რეგიონს - გიორგი ვაშაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრეზენტაცია ქუთაისში გამართა
პოლიტიკა - 16:33, 25 Oct, 2019     712

ძლიერი ადამიანი, ძლიერი ოჯახი, ძლიერი სახელმწიფო - „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრეზენტაცია გამართა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისში.

ქუთაისი განვითარების 11 ინიციატივა წარუდგინა ქუთაისლებს გიორგი ვაშაძემ. მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში დაბრუნების აუცილებლობასგაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს არის საკითხი, რომლის ირგვლივაც დაუშვებელია დაპირისპირება, უნდა მოხდეს შეთანხმება და პარლამენტი დაუბრუნდეს ქუთაისს.

მისივე თქმით, დედაქალაქთან შედარებით, გაცილებით რთული ვითარებაა რეგიონებში და მათ შორის იმერეთშიც.

ქვეყანაში არსებობს ბევრი პრობლემა, მაგრამ თბილისთან შედარებით რეგიონებში ეს პრობლემები კიდევ უფრო მძაფრად ჩანს. ქუთაისში დარჩენილია 138 ადამიანი. ქუთაისის მოსახლეობა 300 ათასად ითვლებოდა და 90-იან წლებში კატასტროფულად დაიწყო მოსახლოების გადინება. ბოლო შვილი წლის მანძილზე შემცირდა 15 ათასი ადამიანით. საშინელი ემიგრაცია, ადამიანები სამუშაო ადგილს ვერ შოულობენ. თბილისში საშუალო ხელფასი არის 1246 ლარი და იმერეთში თითქმის ორჯერ ნაკლებია, ეს აჩვენებს, რომ რეგიონებს განსაკუთრებით უჭირთ. ამ პრობლემებიდან გამოდინარე, ჩვენ ეს უსამართლობა რომ დავამარცხოთ, გთავაზობთ ქუთაისის განვითარების გაგემას. ქუთაისი რომ გახდეს, დასავლეთ საქართველოს განვითარების ცენტრი. ეს შესაძლებლობა ამ ქალაქს ისტორიულად აქვს. „სტრატეგია აღმაშენებლი“ შორიდან არ მოგვიტანია, დავთ აღმაშენებლმა სწორედ ქუთაისიდან დაიწყო საქართველო განვითარება. ქუთაისმა კაგად ნახა რას ნიშნავს იყო საპარლამენტო დედაქალაქი და რას ნიშნავს, რომ წაგართვან ეს სტატუსი. 15 ათასი ადამაინით შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა პარალემტნის გადატანის შემდეგ“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რას მოიცავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ 11 ინიციატივა, რომელიც ქუთაისის განვითარებას ისახავს მიზნად? როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, თითოეული მათგანი სისტემურად არის დაკავშირებული ერთმანეთთან და საბოლოო ჯამი ემსახურება ქალაქის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკურ აღმავლობას, რაც თავისთავად პოზიტიურ გავლენას ახდენს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და დასაქმებაზე.

„1. უნდა გავაკეთოთ კავკასიაში ყველაზე დიდი კონგრეს ჰოლი, რომელიც უმსაპინძლებს ტურისტებს. ეს არის აიტი კომპანიების ოფისები და ტექნოლოგიური განათლება.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა ამის გაკეთების. შევისწავლეთ, რა შემთხვევაში შემოვლენ უცხოური კომპანიები, რომ ადგილზე გაჩნდეს სამუშაო ადგილები.

2. ყოველდღიური ავიარეისები - ჩვენ ვნახეთ აეროპორტმა რამხელა შესაძლებლობა მოიტანა, მაგრამ უნდა გაფართოვდეს და პირდაპირი რეისები უნდა იყოს 3 ათიან საფრენ რადიუსში.

3. ორი ინდუსტრიული პარკი - სწორედ ინდიუსტირიულ პარკებს მოაქვს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და სამუშაო ადგილები, ეს იქნება ავეჯის ინდუსტრია თუ ავტომანქანების მშენებლობის ინდუსტრიული პარკი, რომელიც თავის დროზე ჰქონდა ამ ქალქს

4. 10 ბრენდული სასტუმრო - მცირე და საშუალო ბრენდის სასტუმროები და აქ სახელმწიფოს მონაწილეობაა მნიშვნელივანი.

5. მულტიფუნქციური სპორტული არენა, რომ ახალგაზრდები ჩაერთონ სპორტულ ცხოვრებაში.

6. ხელოვნების მუზეუმი ოქროს საწმისი - ქუთაისი ყოვლთვის იყო კულტურის აკვანი და ამას თავისი მიზიდულობა ექნება ტურიზმისთვის.

7. სწრაფი სამგზავრო მატარებელი თბილსითან და ბათუმთან.

9. საპარლამენტო დედაქალაიქ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. არ შეიძლება პარლამენტის ქუთაისში ყოფნა იყოს ერთმანეთთან ჭიდაობის საგანი.

10. ძველი ქუთაისი რეაბილიტაცია - აეროპორტის მიმართულებით ახალი ქუთაისი

11. დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი გასართობი - დასასვენებლი პარკი.

ყველა ეს თერთმეტი მიმართლება არის საერთო ფორმულა, რომელიც ერთმანეთს აძლიერებს.

ეს არის სისტემურად ერთმანეთთან დაკავშირებული ინიციატივები, რომელმაც უნდა მოიტანოს 33 ათასი სამუშაო ადგილი, 2 მილიარდი ინვსტიცია და სამჯერ უნდა გაიზაროდ ეკონოიკა“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42