ლუკ კოფის იდეას სირიიდან გამოყვანის შემდეგ აშშ-ის შეიარაღებული ძალები განთავსდეს ახალქალაქში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ეხმიანება და იდეას ფანტასტიურს უწოდსებს, ასევე აკრიტიკებს ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს, რომლებიც ლუკ კოფის იდეაზე კომენტარს არ აკეთებენ:
"ლუკ კოფის მორიგი ფანტასტიური იდეა!
ეხლა ვკითხულობდი რომ ხელისუფლების პირველი პირები უარს ამბობენ კომენტარზე, ვიღაც ექსპერტის აზრიაო...
ამასობაში მათი აზრი რა არის იქნებ ის კითხოთ და მოგვიყვეს ვინმე :( იდეა, შეთავაზება, იიციატივა, რამე ქვეყანის უსაფრთხოებისთვის.
Absolutely great idea!
Luke Coffey We should have a street after your name", - წერს თინა ხიდაშელი "ფეისბუქზე" .
"ამერიკული არმიის ის ნაწილები, რომლებიც ტოვებენ სირიას, კარგი იქნება თუ გაიგზავნებიან საქართველოში,რადგან ისინი გახდებიან ჰორიზონტის გადაღმა არსებული ძალა, რომლებიც უმალ მოახდენენ რეაგირებს იმ შემთხვევაში თუ ISIS-ი კვლავ აღდგება. ამერიკელებმა უნდა გამოიყენონ რუსეთის ძველი ბაზა, რომელიც მდებარეობს ახალქალაქში რაქადან 740 კილომეტრის მოშორებით. საქართველო უფრო მეტად საიმედოა ახლა ვიდრე ერაყი"- დაწერა "ტვიტერზე ლუკ კოფიმ. ცნობისთვის, სწორედ ლუკ კოფია ავტორი იდეისა, რომლის მიხედვითაც საქართველო ნატოში უნდა მიიღონ ისე, რომ ალიანსის მე-5 მუხლი არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
მასალის გამოყენების პირობები






