"კოფის განცხადებას მის პირად მოსაზრებად განვიხილავ, ოფიციალურად არ განიხილება"- გოგუაძე
პოლიტიკა - 13:10, 25 Oct, 2019     791
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე ემერიკელი მკვლევარის ლუკ კოფის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც სირიის დატოვების შემდეგ ამერიკული ჯარები საქართველოში უნდა განთავსდეს.

გოგუაძე აღნიშნულს ექსპერტის პირად პოზიციად განიხილავს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს ოფიციალურ დონეზე არ განიხილავს.

"საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი ექსპერტი, რომელიც დროდადრო აკეთებს განცხადებას. ისინი გულშემატკივრის პოზიციიდან ყოველთვის ცდილობენ, რაღაც შესაძლებლობები, გზები მოძებნონ იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს უსაფრთხოების უფრო მეტი გარანტიები. ამ შემთხვევაში ლუკ კოფის განცხადებას, როგორც მის პირად მოსაზრებას ისე განვიხილავ. ეს არ არის საკითხი, რომელიც ოფიციალურ დონეზე რამე განხილვის საგანი ყოფილა სახელმწიფოების დონეზე. ამიტომ, ექსპერტის მოსაზრებას, რომელიც მან “ტვიტის” სახით გამოქვეყნა, ამ ეტაპზე მეტი შეფასება უბრალოდ ვერ მიეცემა. საინტერესოა ასევე, ექსპერტებიც როგორ უპასუხებენ და როგორ განმარტავენ ამას”, – განაცხადა მან.

ნინო გოგუაძე ამბობს, რომ საქართველოს ინტერესში არის ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების თვალსაზრისით იყოს მეტად დაცული.

"საქართველოს ინტერესშია, საქართველო გახდეს ნატოს წევრი და ქვეყანა მიისწრაფვის ამისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეძებთ ყველა შესაძლებლობას, რომ საქართველო იყოს მეტად დაცული ნებისმიერი აგრესიისგან”.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42