იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დამკვირვებლების დაკავების ფაქტს უპრეცედენტოს, ზღვარგადასულსა და სავალალოს უწოდებს.
„უპრეცედენტოა და ზღვარგადასულია უკვე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა საერთაშორისო ფორუმზე და მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოში არაერთი დავის ფარგლებში, მუდმივად აღვწერდით და ვასახელებდით ჩვენი მოქალაქეების გატაცების, მათდამი ცუდად მოპყრობის და რამდენიმე ტრაგიკულ შემთხვევაში, გარდაცვალების ფაქტებს ვასაჩივრებდით, ახლა უკვე ამას დაემატა საერთაშორისო დამკვირვებლების გატაცება, რაც არის სავალალო ფაქტი. მინდა, ყველას მოვუწოდო, ვინც ამაში იყო ჩართული, მეორე მხარეს, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ეს უკანონო დაკავება და პატიმრობა. ჩვენ ამას ვგმობთ" - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






