ეს ფორმულა, მოდი ვიყოთ გულახდილები, ბავშვები ხომ არ ვართ , ეს ფორმულა არის ბიძინას ხელისუფლებაში დატოვების ფორმულა. " - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ გვარამიასთან.
მისი თქმით, "სააკაშვილი არის ფაქტორი, სააკაშვილი არის ყველაზე სერიოზული ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში".
"გარდა ამისა, სააკაშვილი არ არის მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ფიგურა, ის არის ფიგურა აღმოსავლეთ ევროპაში. ფაქტია ხალხო ეს.
თუ არადა ჩავიდეს ეს ბიძინა თავისი 7 მილიარდით და 100 000 კაცი გამოიყვანოს კიევში .
სააკაშვილი მოგვწონს ჩვენ, არ მოგვწონს , არის მოვლენა ქართულ პოლიტიკაში.
ხანდახან გამიკვირდება ხოლმე- არ არის ფორმაშიო და რაღაცეებს ამბობენ.
გაქცეული კაცია და მას ჰყავს ყველაზე სტაბილური ამომრჩეველი.
ახალი პარტიები იქმნება, ახალი პოლიტიკური ჯგუფები იქმნება- ყველა ხმას ართმევს ქართულ ოცნებას , ვერავინ ვერცერთ ხმას ვერ ართმევს ( სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას) ."
" მე ვაპირებ, და ეს დასამალი არ არის, უახლოეს დღეებში, უახლოეს პერიოდში , (ალბათ ახალ წლამდე), ჩავიდე კიევში და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს... შევხვდე , რომ ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის სვე- ბედზე"- აცხადებს სანიკიძე.
მასალის გამოყენების პირობები






