მოხუცსს ზუგდიდის ზუგდიდის სასამართლოს მოსამართლემ ნატრული აკობიამ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა 2 დღის წინ შეუფარდა.
მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება მოსწონს პროკურორს. მაია ჯაბუას განმარტებით, რადგან სოფელ დარჩელის მცხოვრებმა ჩაიდინა განზრახ კატეგორიის მძიმე დანაშაული და დანით დაზიანებები მიაყენა გაბრაზების ფონზე შვილიშვილს, რომელიც ახლა მკურნალობს, აუცილებელი იყო პატიმრობის გამოყენება.
სასამართლოზე იაშა არნანია საკუთარ უფლებებს თავად იცავდა. მოხუცი 1000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
გიორგი არნანიას დაჭრის ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. ბიჭი დასახმარებლად მეზობლებს ეძახდა. ადგილობრივების თქმით, დაჭრილს არ უხსენებია, რომ ის ბაბუამ გაიმეტა.
"ხმაურზე გარეთ გავედით. რომ მივედით, გიორგი იძახდა, დაჭრილი ვარო, მაგრამ არ უთქვამს, ბაბუამისმა რომ დაჭრა. მალე "სასწრაფოც" მოვიდა და გადაიყვანეს. პოლიციაც მოვიდა. იაშას შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია. თავისი ფეხით გაჰყვა პოლიციას. როგორც გავიგეთ, იაშა შვილიშვილს ნათესავის ქორწილში წასვლის უფლებას არ აძლევდა და ჩხუბი ამის გამო მოხდა. გიორგი სამუშაოდან მოსულა და მომზადება დაუწყია ქორწილში წასასვლელად. ეტყობა მისი ცოლიც ემზადებოდა. - შენ სად მოეთრევი, პატარა გყავს და სახლში დაეტიეო, - უთქვამს. ამის გამო ცოლ-ქმარს უჩხუბია, ბაბუაც ჩარეულა, შვილიშვილთან უჩხუბია, მერე დანა აიღო და დაჭრა. რატომ მივიდა საქმე აქამდე, არ ვიცით. იაშა ნორმალური კაცია, ნორმალურ ოჯახი აქვთ", - ამბობს მეზობელი ჟურნალ "გზასთან".
შენიშვნა: სტატია "კვირის პალიტრამ" გაავრცელა.
ბაბუამ შვილიშვილი 20 ოქტომბერს დაჭრა. მომხდარზე გამოძიება მე-11 პრიმა და 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






