"მოუთმენლად ველოდებით ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერებას შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით" - ელიზაბეთ რუდი
პოლიტიკა - 19:42, 24 Oct, 2019     1134
საზეიმო მიღებას ბათუმის ნავსადგურში მყოფ ამერიკულ სამხედრო ხომალდ „პორტერზე“ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი მასპინძლობს. მან გემის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ქართულად ისაუბრა.


„მოხარული ვარ, რომ ვხვდები ამერიკული გემის ეკიპაჟს ბათუმში და მოუთმენლად ველოდებით ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერებას შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. „პორტერის“ ვიზიტი საქართველოში წელს ამერიკის სამხედრო გემების მესამე ვიზიტია, ეს ვიზიტები ადასტურებს ამერიკის ერთგულებას უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ შავი ზღვის რეგიონში. მე მინდა მადლობა გადავიხადო ბათუმის, აჭარის მოქალაქეებს სტუმართმოყვარეობისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალებს უსაფრთხოებისა და საერთაშორისო მშვიდობის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის. მოხარულები ვართ, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო საქართველოს მთავრობის მხრიდან გემის ვიზიტთან დაკავშირებით. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოსთან და ჩვენ კმაყოფილები ვართ მოსული სტუმრებით“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) ბათუმის ნავსადგურს 22 ოქტომბერს ესტუმრა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტი ემსახურება აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით. საელჩოს ცნობით, ეს გემის მეორე ვიზიტია საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42