ვახტანგ ყოლბაია: „ვიწრო ინტერესებს და ემოციებს არ უნდა შევწიროთ სახელმწიფოებრივი ინტერესი“
პოლიტიკა - 16:19, 24 Oct, 2019     905

აფხაზთიდან დევნილებში დიდი ხანია აზრი ორად არის გაყოფილი. დევნილთთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ აუცილებელია ახალი არჩევნების გზით შეიცვალოს აფხაზეთის უმაღლესო საბჭოს შემადგენლობა, ვინაიდან ეს ის ხალხია, რომლებიც ჯერ კიდევ აფხაზეთის ომიდან მოყოლებული ინარჩუნებენ დეპუტატის პოზიციას.

დევნილთა საზოგადოების მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ტერიტორიის გარეშე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევა კონსტიტუციის დარღვევაა და თბილისში მოქმედ აფხაზეთის ხელისუფლების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს.

„აფხაზთა კრება“ მომხრეა ხელახალი არჩევნების და საპარლამენტო ფრაქციებს თავაზობს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს რეგულარული არჩევნების შესახებ საპარლამენტო განხილები დაიწყოს.

ვახტანგ ყოლბაია, რომელიც აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს წარმოადგენს აცხადებს, რომ არჩევნების მოთხოვნა არის ვიღაცეების ვიწრო ინტერესი და არ შეიძლება მას სახელმწიფოებრივი ინტერესი შეეწიროს.

,,ეს ახალი თემა არ არის. „აფხაზთა კრება“ დიდი ხანია მოითხოვს რომ გადავირჩიოთ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები. ადამიანურად, მე მესმის რომ 27 წელი ერთი და იმავე სახეების ყურება მოსაწყენია, მაგრამ სანამ აფხაზეთში საქართველოს იურიდიქცია არ გავრცელდება, მანამ არჩევნების ჩატარება პირდაპირ უგუველყოფს საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლის ნორმებს. პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებს აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების და უმაღლესი საბჭოს ლეგიტიმაციას. დავუშვათ, რომ ჩავატარეთ არჩევნები, ეს არ იქნება აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, ეს იქნება დევნილთა თავყრილობა.

არსებობს საერთაშორისო სამართლის ნორმა, რომელიც ეწინააღმდეგება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს აფხაზეთის გარეშე. თუ ახლა ეს არჩევნები მაინც ჩატარდება, ეს ნიშნავს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და მათი ნებისა და განწყობის უგულებელჰყოფას.

ამის გარდა, არსებობს პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის უფება-მოსილება გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოს იურიდიქცია არ გავრცელდება ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე. ტერიტორიის გარეშე არჩევნების ჩატარება არის კონტექსტიდან ამოვარდნილი და საკუთარი კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა. “ - აცხადებს აფხაზეტის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42