"ატოცის პოლიციის ისედაც მწირი კონტინგენტიდან, მინიმუმ, ხუთი ჩვენ გვდარაჯობს" - ანტიოკუპაციური მოძრაობა
ქარელის რაიონის სოფელ შაქშაქეთის პოლიციის საგუშაგოდან ატოცის მიმართულებით ისევ არ უშვებენ ჟურნალისტებს, ხოლო ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრებს, რომელთა ნაწილი ატოცშია და იქედან არ გამოდის, პოლიცია საათობით ალოდინებს, სანამ ატოცში შესვლის უფლებას მისცემს.
ამავე დროს, ანტიოკუპაციური მოძრაობის წარმომადგენლებს პოლიცია ატოცშიც უკრძალავს გადაადგილებას, ხოლო საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს საერთოს აღარ უშვებს.
ამის შესახებ "ფეისბუქში" მოძრაობის დამფუძნებელი და ლიდერი დავით ქაცარავა და დირექტორი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა წერენ. ლაშა ბერულავამ ატოციდან მიღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
ჟურნალისტი წერს, რომ ატოცის პოლიციის ისედაც მწირი კინტინგენტის ხუთკაციანი ჯგუფი მათ თვალთვალსა და ადევნებაზე ცდება.
"ატოცში პოლიცია ისევ ჩვენთვის გზის გადაღობვითაა დაკავებული.საპატრულო ჯგუფის წევრებს ველზე არ უშვებენ და სახლიდან გამოსვლას უზღუდავენ.პურზე გავლენ, წყალზე თუ ტუალეტში, ყველგან ფეხდაფეხ დაჰყვებიან.აქედან ფეხით წასვლაც სცადეს - ამ შემთხვევაში გზის გადაჭრა სხვა პოლიციელებს, უკვე ქვეითებს აქვთ დავალებული.
მოკლედ რომ ვთქვათ, ატოცის პოლიციის ისედაც მწირი კონტინგენტიდან, მინიმუმ, 5 პოლიციელი სადღეღამისო რეჟიმში ჩვენი გადაადგილების კონტროლითაა დაკავებული და აი, ასე იხარჯება სახელმწიფო რესურსი", - წერს ბერულავა, ხოლო დათო ქაცარავა, უწოდებს რა ხელისუფლებას კოლაბორაციონისტსა და გამყიდველს, წერს, რომ სამოქალაქო პატრულირების ჩაშლა შეუძლებელია:
"ხელისუფლება აგრძელებს ოკუპანტის დაკრულზე ცეკვას.მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მაქსიმალური ძალისხმევა იხმარა იმისათვის, რომ ოკუპანტებისთვის კომფორტული გარემო შეექმნა ატოცში საოკუპაციო ხაზზე ღობეების დასამონტაჟებლად, იმ დღის შემდეგ გააგრძელა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების შეზღუდვა გადაადგილებაში.შეგახსენებთ, როდესაც ოკუპანტები გამოჩნდნენ ატოცში და გააგრძელეს საოკუპაციო ხაზის ბადეებით "შეფუთვა", პოლიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ ახლოსაც არ გავკარებოდით რუს ოკუპანტებს.
არ უშვებდნენ ჟურნალისტებს დაამ დღის შემდეგ აღარც ჩვენ გვიშვებენ საოკუპაციო ხაზთან პატრულირებაზე და ამიტომ გვიწევს სხვადასხვა მოწყობილობებით ატოციდან, საოკუპაციო ხაზიდან მოშორებით სიტუაციაზე დაკვირვება.ასევე, გვაჩერებენ საათობით შაქშაქეთის პოსტზე და გვაფერხებენ ატოცში გადაადგილებისას.24 საათი გვიდგას ყარაული სახლთან, პურის საყიდლად რომ გავდივართ სახლიდან, სანამ "უფროსობასთან" არ შეთანხმდება ჩვენი გამოსვლა, არ გვიშვებენ.თუ ფიქრობთ, რომ ამგვარი ქმედებით შედეგს მიაღწევთ და გვაიძულებთ დავასრულოთ პატრულირება, ცდებით.
ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს ლუსტრაციას. ჩვენ არ მოგცემთ უფლებას, ჩუმად გადასცეთ რუსებს ტერიტორიები, როგორც ეს წაღვლი-ჩორჩანის ტყის შემთხვევაში გააკეთეთ.ჩვენი მთავრობა კოლაბორაციონისტი და კაპიტულანტია.ეს ფაქტია.
ამგვარი ქმედებით თქვენ მხოლოდ კიდევ ერთხელ გვარწმუნებთ იმაში, რომ დაკავებული ხართ ამ ქვეყნის რუსებისთვის გადაცემით.ჩვენ არ დავნებდებით და ამ ქვეყნის რუსებისთვის გაყიდვის უფლებას არ მოგცემთ.ძალა ერთობაშია!ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! " წერს დავით ქაცარავა.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა