საქართველოს მხარდამჭერი აქტი აშშ-სა და საქართველოს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პარტნიორობას განამტკიცებს - ამერიკელი კონგრესმენი
პოლიტიკა - 11:25, 24 Oct, 2019     436

„ამ კანონპროექტის მიღება ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი დემოკრატიული განვითარების, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას" - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენი ბრენდან ბოილი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის დამტკიცებას.

მისი თქმით, საქართველოს მხარდამჭერი აქტი განამტკიცებს აშშ-სა და საქართველოს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პარტნიორობას, რომელიც მსოფლიოს მწვავე რეგიონში სტრატეგიულ დატვირთვას იძენს.

„საქართველოს მთავრობამ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია თავის პრიორიტეტად გამოაცხადა, და როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ს დელეგაციის წარმომადგენელი, მე სიამოვნებით ვაცხადებ, რომ საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანაა" -წერს ამერიკელი კონგრესმენი და დასძენს, რომ ბოლო გამოკითხვების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხოლო 70 % - ნატოში წევრობას.

ბრენდან ბოილი 2008 წელს საქართველოს ოკუპაციაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, კრემლი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას დეზინფორმაციული კამპანიებითა და კიბერ-თავდასხმებით განაგრძობს. საქართველოს მხარდამჭერი აქტი კი საქართველოს ამ საფრთხეების აღმოფხვრასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში დაეხმარება.

„ბევრი ქართველი ამერიკელი ფილადელფიას თავის სამშობლოდ თვლის და უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენი ქალაქის განვითარებაში. მე ამაყი ვარ, რომ კონგრესში ამ ადამიანებს წარმოვადგენ და, სწორედ ამიტომ, მე მხარს ვუჭერს საქართველოს მხარდამჭერ აქტს" - წერს ამერიკელი კონგრემენი თავის Facebook გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42