სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლ თამთა თოდაძეს ომბუდსმენი შეხვდა
პოლიტიკა - 09:49, 24 Oct, 2019     773

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს შეხვდა. სახალხო დამცველმა უშუალოდ დაზარალებულისგან და ადვოკატისგან მოისმინა საქმესთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის გამოძიების ეტაპზე არსებული შესაძლო ხარვეზები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლები.

აღნიშნული საქმის თაობაზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტიდან და საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოდან გამოითხოვა ინფორმაცია მათი მხრიდან განხორციელებული რეაგირების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას ასევე სთხოვა საქმის სრულყოფილი შესწავლისთვის, საგამონაკლისო წესით, უზრუნველყოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის სისხლის სამართლის საქმის გაცნობა, თუმცა, პროკურატურამ აღნიშნულ თხოვნაზე უარი განაცხადა. საკითხის სიმძიმიდან და მგრძნობელობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას საგამონაკლისო წესით დაუშვან სახალხო დამცველის აპარატისთვის საქმის მასალებზე წვდომა.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბების და სიმძიმის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სამართალდამცავი უწყებების მხრიდან თითოეულ შემთხვევაზე დროული და ეფექტური რეაგირება განხორციელდეს. გარდა ამისა, სახალხო დამცველი მოუწოდებს პროცესში მონაწილე მხარეებს, ასევე მედიასაშუალებებს, იხელმძღვანელონ პროფესიული ეთიკის სტანდარტით, რათა არ ქნას ხელყოფილი დაზარალებულის ინტერესები.

საქართველოს სახალხო დამცველი, მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში განაგრძნობს აღნიშნული საქმის მონიტორინგს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42