გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს, ნიკა მელიას დიდუბის რაიონი ყოფილი პროკურორის სალომე ადეიშვილის მიერ გაჟღერებული მძიმე ბრალდებების სჯერა.
მელია აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მთლიანად მოშლილია და კერძო პირის ინტერესებზე დგას:
"როდესაც მოქმედი პროკურორი ავრცელებს მსგავს განცხადებას, ეს არის იმის მანიშნებელი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტი არის განადგურებული, არა მხოლოდ პროკურატურის სახით, არამედ მთლიანად, სახელმეწიფო ინსტიტუციაა მოშლილი და ის მთლიანად დგას კერძო პირის ინტერესებზე, ატარებს ვიწროპარტიულ ხასიათს. ამიტომაც არის, რომ პროფესიონალი და კვალიფიციური კადრების უმრავლესობა ცდილობს თავი დააღწიოს საჯარო სამსახურს ან წავიდეს ქვეყნიდან ან გადაინაცვლოს კერძო სექტორში.
იმ საქმეებზეც სადაც არ არის პოოლიტიკური გავლენა, კვალიფიციუროვისა და პროფესიობნალიზმის პრობლემაა. ასე რომ ეს უმნიშვნელოვანესი დეფექტი ყოველდღიურად რიგით მოქმალაქეზე აისახება"- აცხადებსნ ნიკა მელია.
დიდუბის რაიონი ყოფილი პროკურორი სალომე ადეიშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელმაც უწყება ნეპოტიზმში, შერჩევით სამართალში და სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.
მასალის გამოყენების პირობები






