"ის რაც ხდება ონკოლოგიური საავადმყოფოს პერსონალის ირგვლივ არის სისტემური პრობლემის გამოხატულება" - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 16:33, 23 Oct, 2019     907

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე. სტრატეგია "აღმაშენელის იდეის ავტორი გიორგი ვაშაძე ჯანდაცვის პრობლემებზე საუბრობს, კერძოდ ონკოლოგიური საავდმყოფოს მედპერსონალის პროტესტს ეხმაურება, რომლებიც რამდენიმე თვეა კუთვნილ ადაზღაურებას ვერ იღებენ.

„ის, რაც დღეს ხდება ონკოლოგიური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის ირგვლივ, არის სისტემური პრობლემის კიდევ ერთი გამოხატულება. არასწორმა პოლიტიკამ, თანხების არაეფექტურმა ხარჯვამ და ფინანსირების მანკიერმა მოდელმა, ფაქტიურად ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მიიყვანა ბევრი სამედიცინო დაწესებულება.

გაუსაძლის პირობებშია ონკოლოგიური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი. უკვე მე-8 თვეა ისინი ვერ იღებენ კუთვნილ ხელფასს სახელმწიფოსგან. მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, ჯანდაცვის სამინისტრო თვეებია გულგრილად ეკიდება ამ ვითარებას. სახელმწიფოსგან და ჯანდაცვის სამინისტროსგან კუთვნილი თანხების დაგვიანება უკვე წესად იქცა ბოლო წლებია. არამარტო ამ დაწესებულებას, არამედ სხვა სამედიცინო დაწესებულებებსაც, სისტემურად უგვიანებენ თანხებს გადახდას 3-4 და ზოგან 6 თვე. ეს კი მძიმედ აისახება სამედიცინო პერსონალზე, გაწეული სერვისების ხარისხზე და საბოლოოდ, პაციენტის მდგომარეობაზე.

დაუყოვნებლივ მოვითხოვ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უახლოესი დღეების განმავლობაში გადაჭრას ეს საკითხი. ასევე, მოვითხოვ, რომ დაიწყოს გამჭვირვალე და საჯარო მსჯელობა ჯანდაცვის სისტემის დაფინასების მოდელზე და ხარვეზების აღმოფხვრაზე, რადგანაც ეს არ არის მხოლოდ ერთი დაწესებულების პრობლემა. პირადად მე, მზად ვარ ჩავერთო ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერი სტატუსით, რომელიც ამ საკითხების გადაჭრისკენ იქნება მიმართული" - გიორგი ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42