მაია ცქიტიშვილი და ნათია თურნავა ამბობენ, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება უჭირს.
თურნავას თმით, თუკი სადმე სამართალდარღვევის ნიშნები იკვეთება, საგამოძიებო ორაგნომ უნდა გასცეს პასუხი.
"მვერ ვადევნებ სამწუხაროდ თვალ-ყურს... აქედან გამომდინარე, გამიჭირდება რაიმე კონკრეტული კომენტარი გავაკეთო ამ ქეისზე. ზოგადად, თუკი სადმე რამე სამართალდარღვევის ნიშნებია, ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და შესაბამისი უწყებები რა თქმა უნდა, გააკეთებენ ყველაფერზე სათანადო რეაგირებას" - განაცხადა ნათია თურნამავმ.
მაია ცქიტიშვილი კი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: "ვერ გეტყვით ვერაფერს, არ ვიცნობ ამ კომენტარს"
ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, თამარ ჩუგოშვილი კი ამბობს, რომ "ძნელია ვიღაცის განცხადებაზე განცხადების გაკეთება".
"დანარჩენი, პარლამენტის მოვალეობა არის ის, რომ წელიწადში ერთხელ, ანგარიში მოისმინოს საქართველოს პროკურატურისგან და ასეთი თემები თუმდაც მაგალითად, ვარაუდის დონეზე გამოთქმული, ბუნებრივია არის ის თემა, რომლითაც პარლამენტი რაღაც დოზით, შეიძლება დაინტერესდეს, თუ ეს ეხება სისტემურ განვითარებას, ან სისტემურ პრობლემას," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ნინო წილოსანის თქმით, როგორც ქალი პოლიტიკოსი, საკითხით უნდა დაინტერესდეს.
ყოფილმა პროკურორმა უწყებაში არსებულ პრობლემებზე, კორუფციასა და ნეპოტიზმის ფაქტებზე მამხილებელი წერილი გამოქვეყნა და სამსახური დატოვა. ახალგაზრდა ქალი სექსუალურ შევიწროებაზე ღიად საუბრობს.
მასალის გამოყენების პირობები






