"საქართველომ შექმნა კეთილგანწყობილი გარემო ბიზნესის წარმოებისთვის "- ENKA Power-ის გენერალური დირექტორი
პოლიტიკა - 14:55, 23 Oct, 2019     422

„სამხრეთ კავკასიის მილსადენის მშენებლობის და გაფართოების პროცესის დროს და მოგვიანებით, ნამახვანის პროექტის განვითარებისას, ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველომ დიდი ნაბიჯი გააკეთა გლობალური ინტეგრაციის მიმართულებით, შექმნა რა კეთილგანწყობილი გარემო ბიზნესის წარმოებისთვის" - ამის შესახებ თბილისის აბრეშუმის გზის მიზნობრივი ინვესტიციების ხელშეწყობის პანელზე ENKA Power-ის გენერალური დირექტორმა ფატიჰ გიუვენმა განაცხადა.

თურქეთში დაფუძნებული უმსხვილესი გლობალური საინჟინრო-სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, გამჭვირვალეობა და საინვესტიციო გარემოს მხარდაჭერის მიმართ მთავრობის უცვლელი პოზიცია არის ძირითადი ფაქტორები ინვესტიციების მოსაზიდად და მისი შეფასებით, აღნიშნული წამყვან პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოში. „აბრეშუმის გზის პირველი ფორუმი დაემთხვა ნამახვანის პროექტის დაწყებას, შემდეგ შეიცვალა მთავრობა, მინისტრები, კანონები, მაგრამ ერთგულება გახსნილი ბაზრის მიმართ, უკეთესი საინვესტიციო გარემოს შექმნის მისწრაფებები არ შეიცვალა, რაც ძალზედ აღსანიშნავი იყო ჩვენთვის. გამჭვირვალეობა და შესაბამისობის დონე სამთავრობო სექტორში გახლავთ ძირითადი ფაქტორები ინვესტიციების მოსაზიდად და ჩვენ დავინახეთ რომ ეს იყო აღქმული, როგორც ერთ ერთი წამყვანი პრიორიტეტი საქართველოში." - აღნიშნა გიუვენმა.

ENKA Power-ის გენერალური დირექტორმა საქართველოს საერთაშორისო რეიტინგების მიმზიდველობასა და ენერგეტიკული სექტორის განვითარების პერსპექტივებზეც ისაუბრა. „საქართველოს არ სჭირდება მრავალი სტიმულების შექმნა, მაგრამ უნდა შეინარჩუნოს თავისი ლიდერის პოზიცია ბიზნესის წარმოების სიმარტივის და პირდაპირი ინვესტიციების თვალსაზრისით. ჩვენთვის ენერგოდამოუკიდებლობაც გახლავთ ძირითადი ფაქტორი სტაბილურობისთვის, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც. ჰიდროენერგეტიკული შესაძლებლობებით საქართველოს ერთერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. საქართველოს აქვს საუკეთესო შანსები მიაღწიოს ჰიდრო დამოუკიდებლობას, რასაც დასჭირდება ინვესტიციები, გადაცემის ხაზები, ქსელები, დიდი ჰიდრო პროექტების განხორციელება განახლებადი ენერგორესურსების თვალსაზრისით. ასევე, სტრატეგიული განლაგების თვალსაზრისით, საქართველო გახლავთ უნიკალური დერეფანი ტრანზიტული ნაკადისთვის ევროპიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით. მას სჭირდება დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები. საჭიროა პირდაპირი ინვესტიციები და საქართველო ამას მიაღწევს, არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ შესრულების თვალსაზრისით რეალიზებას."- განაცხადა თემატურ პანელზე გამოსვლისას ფატიჰ გიუვენმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42