აბრეშუმის გზის ფორუმზე დელეგატებმა ურთიერთკავშირის ხელშეწყობასა და პროცედურების ჰარმონიზებას დაუჭირეს მხარი
პოლიტიკა - 14:42, 23 Oct, 2019     571

თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მესამე ფორუმზე ორგანიზატორებმა დელეგატებს ინტერაქტიულ გამოკითხვაში მონაწილეობა შესთავაზეს. თითოეული პანელის დასაწყისში მონიტორებზე გამოისახებოდა შეკითხვა თავისი სავარაუდო პასუხებით, დელეგატებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ, დისკუსიის დასრულებამდე დაეფიქსირებინათ მათთვის მისაღები პასუხი. საბოლოო შედეგი დისკუსიის ბოლოს ქვეყნდებოდა.

გახსნით ღონისძიებაზე შეკრებილმა დელეგატებმა უპასუხეს შეკითხვას - აბრეშუმის ქვეყნებს შორის ურთიერთკავშირის ხელშეწყობისათვის არის თუ არა აუცილებელი სახელმწიფო პოლიტიკის ჰარმონიზება. შეკითხვას დადებითად უპასუხა დელეგატების 94 პროცენტმა, უარყოფითად - 6 პროცენტმა.

„სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მიღმა" - ასე ერქვა დისკუსიას, სადაც დასმულ შეკითხვაზე, რა წარმოადგენს მთავარ გამოწვევას სატრანსპორტო კავშირებისთვის რეგიონში, ორგანიზატორებმა დელეგატებს ორი სავარაუდო პასუხი შესთავაზეს: ა. სხვადასხვა მარეგულირებელი ჩარჩოები, პოლიტიკა და მიდგომები; ბ. ფიზიკური ინფრასტრუქტურული პრობლემები. დისკუსიის მონაწილეთა უმრავლესობამ, კერძოდ, 54 პროცენტმა მხარი პირველ პასუხს დაუჭირა, შესაბამისად, მეორე ვერსია გაიზიარა მხოლოდ - 46%.

სადისკუსიო პანელზე, რომელიც ვაჭრობის საკითხებს მიეძღვნა, დელეგატებმა უპასუხეს შეკითხვებს: გაზრდის თუ არა ქვეყნის კონკურენტუნარიანობას მეტი სავაჭრო შეთანხმებები. ამ კითხვას დამწრეთა 89 პროცენტმა მხარი დაუჭირა და მხოლოდ 11 პროცენტი იყო წინააღმდეგი. პანელის სახელწოდება იყო მომგებიანი ვაჭრობა.

„ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ", - ასე ერქვა დისკუსიას, რომლის დროსაც დელეგატებმა უპასუხეს შეკითხვას - თქვენი შეფასებით, ქვეყნის ენერგეტიკის უსაფრთხოებაზე რომელი ფაქტორები ახდენენ გავლენას. რაც შეეხება პასუხებს, დელეგატთა აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ფაქტორები - 77 პროცენტი, ეკონომიკური ფაქტორები - 15 პროცენტი და ტექნიკური შეზღუდვები - 8 პროცენტი.

თბილისის აბრეშუმის გზის კიდევ ერთი პანელი მიეძღვნა დისკუსიას - ინოვაციებით გამოწვეული განვითარება - ხელოვნური ინტელექტი (AI) აბრეშუმის გზისთვის, პანელის მსვლელობისას, დაისვა შეკითხვა - ხელოვნური ინტელექტის (AI) ერაში გვჭირდება თუ არა ჰარმონიზებული მსოფლიო რეგულაციები/სტანდარტები? ამ შეკითხვისთვის ორგანიზატორებმა შეიმუშავეს სამი პასუხი: 1. არსებული საერთაშორისო რეგულაციები და სტანდარტები საკმარისია; 2.თითოეულ ქვეყანას/რეგიონს უნდა ჰქონდეს საკუთარი რეგულაციები და სტანდარტები; 3. სრულიად ახალი მიდგომაა საჭირო. პირველ პასუხს მხარი დაუჭირა დელეგატთა 81 პროცენტმა, მეორეს - 11 პროცენტმა, ხოლო მესამეს - 8 პროცენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42