დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატის საქციელმა გააღიზიანა. პაატა სილაგაძემ გოგიჩაიშვილის კითხვებს არ უპასუხა.
„მიიჩნევთ თუ არა თავს კეთილსინდისიერ ადამიანად, რომელსაც ცოდნის მიღმა აქვს იმის მორალური უფლება, განსაჯოს ადამიანის ბედი“, რაზეც პაატა სილაგაძემ უპასუხა, რომ არ გასცემდა პასუხს.
„იცნობდით თუ არა იმ კონსტიტუციას, რომელიც ითვალისწინებდა მოსამართლეების გარანტიებს და რა არ გაკმაყოფილებდათ 2012-წლამდე იმ კანონებიდან, რომელიც არ გაძლევდათ საშუალებას, ყოფილიყავით თავისუფალი“, რაზეც პაატა სილაგაძემ უპასუხა, რომ კვლავ არ გასცემდა შეკითხვას პასუხს.
„ჰომოსაპიენსი ხართ?“ - მიმართა დეპუტატმა მოსამართლეს.
სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილს მიმართა, რომ მის ადგილას პაატა სილაგაძეს დარბაზიდან გააძევებდა, რადგან მისი თქმით, მოსამართლეობის კანდიდატი პარლამენტის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს.
მასალის გამოყენების პირობები






