ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
პოლიტიკა - 11:04, 23 Oct, 2019     527

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის ოფისის დირექტორი, უილიამ ტომფსონი და ამავე ოფისის, საერთაშორისო თანამშრომლობის სამდივნოს წარმომადგენელი, დენიელ ქვედბექი იმყოფებოდნენ. სტუმრებს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად, სამსახურის უფროსის მოადგილე, ვახტანგ ფარესიშვილი შეხვდა.

მხარეებმა ორგანიზაციის საქმიანობასა და მიზნებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობით, ორგანიზაცია უზრუნველყოფს ტრეინინგებისა და სასწავლო პროგრამების განხორციელებას.

უილიამ ტომფსონმა და დენიელ ქვედბექმა უწყების წარმომადგენლებს შესთავაზეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამომავლო ღონისძიებებსა და ტრეინინგების ციკლში ჩართვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ ევროპის, შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ OECD-ის პრიორიტეტს რეგიონში “Eurasia Academy“ -ის საქართველოში დაფუძნება წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების გადამზადებას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.

საგამოძიებო სამსახურისა და ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის წარმომადგენლები ურთიერთთანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების განხორციელების კონკრეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42