"ფაქტი სახეზეა, გვაქვს პრობლემა, პოლიტიკური პრობლემა..." - ვასო ურუშაძე
პოლიტიკა - 16:51, 22 Oct, 2019     1216
„ჰაბ ჯორჯიას" ხელმძღვანელი ვასო ურუშაძე თბილისში მიმდიანარე აბრეშუმის გზის ფორუმს ეხმაურება და იმ პრობლემებს ასახელბს, რაც გამოიკვეთა.


კერძოდ, ურუშაძე ამბობს, რომ სახეზეა პოლიტიკური პრობლემა, პრობლემა რომელიც ძალიან დიდი და სახელმწიფოებრივად დამანგრეველია, რაც „ჰაბ ჯორჯიას“ ხელმძღვანელის მტკიცებით, განპირობებილია არაფორმალური მმართველობით.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ “აბრეშუმის გზა” ნიშნავს გეოპოლიტიკას, სატრანსპორტო, ლოგისტიკურ, ეკონომიკურ და რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკას.

ურუშაძის განცხადებით, ნიშანდობლივია, როცა პოლიტიკურ ფორუმს აორგანიზებს მთავრობა, ხსნის პრემიერ მინისტრი და მას არ ესწრება არც ერთი აბრეშუმის გზის სახელმწიფოს პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც იქნება რეალური გადაწყვეტილების მიმღები.

„ის რომ აბრეშუმის გზის ფორუმი ტრადიციულად ტარდება თბილისში, ძალიან კარგია ორგანიზებაც საკმაოდ მაღალი დონისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ბევრი პროფესიონალი და კარგი სპეციალისტი მუშაობას. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ უკეთესიც შეიძლება.

კარგია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, განსხვავებით წინამორბედებისგან, გაუმჯობესებული აქვთ სტრატეგიული ხედვა, საუბრობენ საქართველოს რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივებზე და არ არიან შემოფარგლული მხოლოდ სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხებით. რეალურად რას აკეთებენ, აღარ ჩამოვთვლი, წლებია ამ პრობლემატიკის შესახებ გიყვებით.

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, არის პოლიტიკური ფორუმი. პროექტი, “აბრეშუმის გზა”, ეს უკვე თავისთავად ნიშნავს გეოპოლიტიკას, სატრანსპორტო, ლოგისტიკურ, ეკონომიკურ და რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკას. ნიშანდობლივია, როცა პოლიტიკურ ფორუმს აორგანიზებს მთავრობა, ხსნის პრემიერ მინისტრი და მას არ ესწრება არც ერთი აბრეშუმის გზის სახელმწიფოს პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც იქნება რეალური გადაწყვეტილების მიმღები. აღარ ვსაუბრობ პირველ პირებზე, ერდოღანზე, ალიევზე, თოყაევზე, სი ძინპინზე, ევროკავშირის ტრანსპორტის კომისარიც კი არ ესწრება. რეალურად კი საქართველოზე გამავალ “აბრეშუმის გზას” სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭირდება, შემდეგ სწორი სატრანსპორტო სტრატეგია და ინფრასტრუქტურის განვითარება.

ფაქტი სახეზეა, გვაქვს პრობლემა, პოლიტიკური პრობლემა, პრობლემა რომელიც ძალიან დიდი და სახელმწიფოებრივად დამანგრეველია, რაც პირველ რიგში განპირობებილია არაფორმალური მმართველობით. როცა ერთ ოჯახს და ოჯახთან დაახლოებულ პირებს აქვთ უფრო მეტი არაფორმალური გავლენა, ვიდრე ოფიციალურ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, შედეგი ასეთია“- აცხადებს ვასო ურუშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42