სირტვიერი დაპირისპირება მოხდა პარლამენტში, სადაც დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წევრს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ. ერთმანეთს ლევან გოგიჩაიშვილი და უმრავლესობის წევრს ირაკლი ბერაია დაუპირისპირდნენ.
ხმაური ვახტანგ შაქარაშვილისთვის მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძისთვის კითხვის დასმის უფლების მიცემაზე დაწყებულ კამათს მოჰყვა.
„აქ რომ ეს (მიქაუტაძე) ზის, არის შენი სირცხვილი. ამ ზონდერს საშუალება რომ მიეცით, აქ იჯდეს," - მიმართა გოგოჩაიშვილმა, რასაც ირაკლი ბერაიას გაღიზიანება მოჰყვა.
"მე არაფრის მცხვენია, წესიერად ილაპარაკე"- მიმართა ბერაიამ გოგიჩაიშვილს, რის შემდეგაც გოგიჩაიშვილმა ბერაიას ჩირგვებში დამალული ადამიანი უწოდა.
საბოლოოდ ბერაიამ გოგიჩაიშვილს უცენზუროდ მიმართა,
„მაგ სიტყვების გამო რა დაგემართება, მაგას განახებ. რამის თავი მაინც გქონდეს,"- მიმართა გოგიჩაიშვილმა ირაკლი ბერაიას.
მასალის გამოყენების პირობები






