"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი რეალურ ბრენდად იქცა" - ეკონომიკის მინისტრი
პოლიტიკა - 14:53, 22 Oct, 2019     771

საქართველო ოდითგანვე იყო ცნობილი, როგორც კარიბჭე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც აერთიანებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს და ჩვენ დღესაც ვხედავთ, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს როლი უკვე განახლებული აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფორუმი წელს მესამედ ტარდება დედაქალაქში და მისდამი ინტერესი სულ უფრო იზრდება.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უკვე რეალურ ბრენდად იქცა. წელს ჩვენ მესამედ ვმასპინძლობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას. როგორც იცით, ჩამოსულია 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი მონაწილე. ფორუმი სხვადასხვა ქვეყნებს საშუალებას აძლევს, იმსჯელონ ასეთ ფორმატში მთავრობებს შორის, ბიზნესს შორის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან დერეფნის მომავალზე, როგორ გავხადოთ ის უფრო მიმზიდველი, უფრო კონკურენტუნარიანი როგორც ტვირთებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის, ტურისტებისთვის, საინფორმაციო ნაკადებისთვის", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მისასალმებელია, რომ ეს ხდება თბილისში და ეს არის მესამე ფორუმი, რომელსაც წელს ვმასპინძლობთ და რომლის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.

„ყოველივე ეს მოწმობს, რომ ფორუმი წარმატებულია", - დასძინა ნათია თურნავამ.

თბილისში დღეს მუშაობა დაიწყო „აბრეშუმის გზის ფორუმმა", რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით ტარდება. ფორუმი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთისა და უზბეკეთის ვიცე-პრემიერები, სხვა ქვეყნების ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. ფორუმის ფარგლებში 200-ზე მეტი B2B შეხვედრა გაიმართება.

ფორუმი წარმოადგენს მაღალი დონის დიალოგს მთავრობებსა და ბიზნესებს შორის. ასევე საუკეთესო პლატფორმაა სახელმწიფოს, ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელები საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის თემებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42