რომან გოცირიძე დაინტერესდა, როგორ გაასამართლებდა მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე არსენა მარაბდელს?
დეპუტატი დაინტერესდა რა დამოკიდბეულება აქვს კანდიდატს კანონიერებისა და სამართლიანობის შეპირისპირებასთან დაკავშირებით. მიქაუტაძემ განაცხადა, რომ სამართლიანობა შეფასებითი ცნებაა, მისი აზრით კი კანონი უნდა იყოს სამართლიანი და სამართლიანობის და კანონიერების დაახლოება უნდა მოხდეს.
"თქვენ ხართ არსენა მარაბდელის მოსამართლე, რომელმაც ვაჭარს წაართვა მთელი თავისი ქონება და ღარიბებს დაურიგა. მოვიდა საქმე თქვენთან… არსენა მარაბდელი გიზით წინ. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდით?"- მიმართა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდსატს. რასაც გიორგი მიქაუტაძემ მოკლედ უპასუხა: "თუ დამნაშავე იქნებოდა, გამამტყუნებელს".
"არის დამნაშავე არსენა, რომელმაც ვაჭარს წაართვა ქონება?"- მიმართა გოცირიძემ კანდიდატს.
"თუ უკანონოდ წაართვა დამნშავეა… დანაშუალებრივი გზით მოპოვებული ქონება როგორ განკარგა ბატონმა არსენამ, ამას არ აქვს მნიშვნელობა"- თქვა მიქაუტაძემ კითხვის საპასუხოდ.
მასალის გამოყენების პირობები






