"ე.წ. გავლენიანი ჯგუფი სასამართლო სისტემაში"- კილაძის კითხვა მიქაუტაძეს
პოლიტიკა - 14:03, 22 Oct, 2019     723

„ქართული ოცნების“ დეპუტატი სოფო კილაძე უზენაესი სასამართლოს კანდიდატისგან სასამართლოში არსებული ვითარებით დაინტერესდა. კილაძე დღეს მოერიდა ე.წ. კლანის ხსენებას, თუმცა კითხვაში ახსენა სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. გავლენიანი ჯგუფი.

„მე გაგახსენებთ ერთ შემთხვევას 2012 წლიდან. თქვენ მაშინ 17 პირი დააჯარიმეთ „ქართული ოცნებისთვის“ შემოწირულობის გაკეთების გამო. მაშინ, მე მგონია, რომ ეს წინა ხელისუფლების წიქვილზე წყალს ასხამდა. თუმცა, მაშინ არ უჩნდებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი კითხვის ნიშანი თქვენ მიმართ, არც სხვა მოსამართლეების მიმართ და არც იმ გარკვეულ წრეებს, რომლებიც ახლა ძალიან ბევრს საუბრობენ სასამართლოში გავლენიან ჯგუფზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, რით შეიძლება ავხსნათ დღევანდელი ასეთი ხმაური სასამართლოს გარშემო და ასევე ამ ე.წ. გავლენიანი ჯგუფის გარშემო. უპირველესად, ამას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მაშინ მათ არ უჩნდებოდათ კითხვის ნიშნები. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი“,- მიმართა კითხვით სოფო კილაძემ.

გიორგი მიქაუტაძის თქმით, სასამართლო სისტემდა დამოიკიდებელია.

„ეს მაგალითი, ეს საქმე გახმაურებულ საქმეებში შედის და ყველამ იცის. ეს კანონი დღევანდელი მდგომარეობითაც დაახლოებით ასეთი ფორმით მოქმედებს, ოდნავ შემცირებულია სანქციები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხუთმაგი ოდენობის ნაცვლად, ორმაგი ოდენობაა დღევანდელი მდგომარეობით, თუმცა რეგულაციები ანალოგიურია დღესაც. ჩემი ეს გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება კანონმდებლობას.

რაც შეეხება განწყობებს და განწყობების ცვალებადობას – მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია სასამართლოს დამოუკიდებლობის ზრდასთან. სასამართლო სისტემა ბევრად დამოუკიდებელი ხდება და გახდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს ავტომატურ რეჟიმში გულისხმობს ყველანაირი გავლენის დაკარგვას სასამართლო სისტემაზე გარეშე პირების მხრიდან, რასაც შესაძლოა, მტკივნეულად აღიქვამდნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც ასეთი სურვილები შესაძლებელია ამოძრავებდეთ“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42