პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც იუსტიციის საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ ეკა ბესელიასა და რატი იონათამიშვილს შორის კამათი მოხდა.
ბესელიამ პარლამენტის წევრს უთხრა, რომ ის მისი მდგომარეობით სარგებლობს, რაზეც იონათამიშვლმა უპასუხა, რომ ეტლი არის ჩვენი საჭიროება და არა - დიაგნოზი.
,,ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, ვიბრძვით ჩვენი მდგომარეობიდან, მაგრამ არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით. ეტლი არის ჩვენი საჭიროება და არა - დიაგნოზი. როცა ადამიანის უფლებების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე შეზღუდულ შესაძლებლობაზე მიგითითებს, ამით თითოეულ შშმ პირს აყენებს შეურაცხყოფას. ამაზე უკადრებელი უკვე აღარ ვიცი, რა უნდა თქვას. ესეთი მენტალიტეტი ქმნის სტერეოტიპებს და ამას ვებრძვი მას შემდეგ, რაც ეტლის საჭიროება მაქვს" - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






