მაჩალიკაშვილის თქმით, მისი ინფორმაციით, გოგაშვილი გუშინ უნდა დაეკითხათ. გომელაურსა და ჩიმაკაძე კი უფრო ადრე გამოიკითხნენ.
შვილმოკლული მამა ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ "სახელმწიფომ მაჩალიკაშვილებთან ჩატარებული ტერაქტი უნდა აღიაროს".
"ისინი ციხეში არიან ამოსალპობნი, უნდა დაისაჯოს ის სპეცრაზმელი, რომელმაც მძინარე თემირლანი მოკლა. მე ამისთვის ვიბრძვი. სახელმწიფომ უნდა აღიაროს მაჩალიკაშვილებთან ჩატარებული სპეცოპერაცია"- უთხრა "ნიუპოსტს" მაჩალიკაშვილმა.
რაც შეეხება თადუმაძის უწყებას, პრესსამსახურში ამბობენ:
„გამოძიების ფარგლებში ჩატარდა და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით“- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში, თუმცა კონკრეტულად ვინ გამოიკითხება საქმეზე არ აკონკრეტებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ, რომ ვახტანგ გომელაური პროკურატურაში ამ საქმეზე გამოკითხეს. ირაკლი ჩიმაკაძის დაკითხვას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.
მასალის გამოყენების პირობები






