"ანაკლიის პორტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მეტი დაგვიანება მიუღებელია" - ეკონომიკის მინისტრი
პოლიტიკა - 18:04, 21 Oct, 2019     651

"მთავრობამ კიდევ ერთი და მე ვიტყოდი, ბოლო შანსი მისცა კონსორციუმს და ანაკლიის ინვესტორებს, რომ წლის ბოლომდე მოახერხონ და შეასრულონ ის ვალდებულებები, რაც ანაკლიის პორტის მშენებლობის ფარგლებში აკისრიათ`, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„კონსორციუმთან ასოცირებული პოლიტიკოსების მიერ ყურადღების გადატანა ხდება სხვა პოლიტიკურ სიბრტყეში და სხვა პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის გამოძიებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მომენტის სწორედ ახლა წარმოჩენით, როდესაც აქამდეც იყო ამის შესაძლებლობა. სწორედ ასეთ პროცესებზე ყურადღების გადატანით არიან დაკავებულნი იმის მაგივრად, რომ 24-საათიან რეჟიმში იყვნენ კონცენტრირებული ანაკლიის პორტთან მიმართებაში თავიანთი ძირითადი ვალდებულებების შესრულებაზე. ამიტომ მოვუწოდებ, ფუჭად არ გახარჯონ ეს დრო", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიიღო პრაქტიკულად უპრეცედენტო გადაწყვეტილება და კიდევ ერთი შანსი მისცა ინვესტორს.

„შესაბამისად, დიდი იმედი გვაქვს, რომ ინვესტორი ვალდებულებების შესრულებაზე იქნება კონცენტრირებული და წლის ბოლოს, საბოლოო ჯამში, დადებს შედეგს. ჩვენთვის ანაკლიის პორტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მეტი დაგვიანება მიუღებელია. იმედი გვაქვს, ინვესტორი წლის ბოლოს ხელშესახებ შედეგებს წარმოადგენს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, ანაკლიის პორტი თავიდანვე იყო ჩაფიქრებული როგორც პროექტი, რომელიც სახელმწიფოს და კერძო ინვესტორის პარტნიორობით გაკეთდებოდა. „ჩვენ, რა თქმა უნდა გვირჩევნია, რომ კერძო ინვესტორმა თქვას თავისი სიტყვა და წვლილი შეიტანოს ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებაში, სწორედ ამიტომ მივეცით კიდევ ერთი შანსი და გადავავადეთ. შემდგომში უკვე ვიფიქრებთ სხვა სტრუქტურაზე. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პროექტი იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ მიუხედავად კერძო ინვესტორის პრობლემებისა, ამ პროექტს მაინც განვახორციელებთ" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42