„რუსთავის აზოტში" ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ადასტურებს, რომ ენერგეტიკული რეფორმა სწორი მიმართულებით ვითარდება" - თურნავა
პოლიტიკა - 17:39, 21 Oct, 2019     653

მიხარია, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო უმსხვილესი ინდუსტრიული ფლაგმანის „რუსთავის აზოტის" ახალი კონდენსაციური ელექტროსადგურის გახსნაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რუსთავში, „რუსთავის აზოტის" ახალი კონდენსაციური ელექტროსადგურის გახსნის ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „რუსთავის აზოტის" მიერ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და კონდენსაციური ელექტროსადგურის გახსნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ენერგეტიკული რეფორმა სწორი მიმართულებით ვითარდება.

„ჩვენ წელს გავხსენით ელექტროენერგიის ბაზარი და ისეთი მსხვლი მწარმოებლები, როგორიც არის „რუსთავის აზოტი", გამოვიდნენ კონკურენტულ ბაზარზე, დაიწყეს ზურნვა ენერგოეფექტურობასა და ენერგოუსაფრთხოებაზე. ის ორთქლის რესურსი, რომელიც აქამდე ფუჭად იფრქვეოდა ატმოსფეროში, ახლა იმუშავებს საწარმოს სასარგებლოდ. ამის ხარჯზე საწარმო 20%-ით შეამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას, დაზოგილი ფულადი რესურსით კი იმ 2 ათასი ადამიანის ხელფასებს გაზრდის, ვინც აქ არის დასაქმებული", - განაცხადა ნათია თურნავამ.

რუსთავის „აზოტის" ტერიტორიაზე ​კონდენსაციური ელექტროსადგური (კეს) გაიხსნა, რომელიც კომპანია „სიმენსის" ორთქლის ტურბინის გენერატორის უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.

ექტროენერგიას იმ ორთქლის მეშვეობით გამოიმუშავებს, რომელიც აზოტმჟავას საამქროს მიერ ტექნოლოგიურ პროცესში ადგილზე გამოიყოფა და აქამდე არ გამოიყენებოდა. ელექტროსადგური საწარმოს წარმოებისთვის საჭირო მთლიანი ელექტროენერგიის 20 პროცენტს უზრუნველყოფს.

კონდენსაციური ელექტროსადგურის პროექტისთვის „რუსთავის აზოტმა" 5,5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42