ციხელაშვილი: ორი დღის წინანდელი მძიმე ეპიზოდის მიუხედავად, სადაც ღობეები გააკეთეს, ატოცელები მამულს ამუშავებენ
პოლიტიკა - 16:21, 21 Oct, 2019     855

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ოპოზიციის განცხადებები სპეკულაციაა და საოკუპაციო ხაზთან მყოფ მოსახლეობას ხელისუფლება გვერდით უდგას.

„მიმდინარე ოკუპაციის თემა არის ის მთავარი თემა, რომელზეც მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთელი სახელმწიფო აპარატი, კომპეტენიციიდან გამომდინარე პირადად მეც თითოეულ ეპიზოდზე ვარ ჩართული. მედიასთან შეხვედრის წინაც,

სხდომაზეც არაერთხელ ვთქვი, ატოცში ფიზიკურად არაერთხელ ვარ ნამყოფი და არავინ არასდროს გაურბის შეკითხვებზე პასუხებს. ამაზე რაღაცა აჟიოტაჟის ხელოვნურად აწევა, უბრალოდ სპეკულაციაა და საერთოდ ამაზე აღარც კომენტარი მიმაჩნია სერიოზულად. სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, იქ ხალხი ცხოვრობს და დღეს, მიუხედავად ამ მძიმე ეპიზოდის, რაც ჰქონდათ ორი დღის წინ, სადაც ღობეები გააკეთეს, ადამიანები საკუთარ მამულს ამუშავებენ. ამ მძიმე პირობებში, ხალხი თვითონ ახერხებს იმას, რომ ცხოვრება გააგრძელოს, მიწაზე დამაგრდეს და ის ყველაზე კარგად გრძნობს, რა სჭირდება. ჩვენ მათ გვერდში ვუდგავართ. ჩვენი პასუხი მათ შორის ეს არის საგარეო ზომებთან ერთად, რომ ატოცელებს დავუდგეთ გვერდზე.

იქ არაერთი პროექტი განხორციელდა და მე დღეს კომიტეტის სხდომაზე ასევე ვისაუბრე, თუ რა ხდებოდა გამყოფი ხაზების გასწვრივ სოფლებში, რას ვაკეთებთ 116 სოფელში, 50 000 ადამიანის დასახმარებლად და რას გავაკეთებთ მომავალში. დიახ, მეტი განვითარება, მეტი განათლება, მეტი დახმარება იქნება ჩვენი ქმედითი პასუხი მავთულხლართებზე, გარდა მთელი დიპლომატიური, სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმებისა, რომელსაც სახელმწიფო აუცილებლად განახორციელებს საგარეო ასპარეზზე და შინ. ამით სპეკულაციის შესაძლებლობას ნამდვილად არავის მივცემთ" - აღნიშნა ციხელაშვილმა.


შეგახსენებთ, 19 ოქტომბერს ოკუპანტებმა ატოცში 330 მეტრი ტერიტორია შემოღობეს, რომელიც შარშან ნოემბერში ჰქონდათ მონიშნული. შეღობვის დღეს ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები საოკუპაციო ზოლთან ახლოს ხელისუფლებამ არ მიუშვა, 20 ოქტომბერს კი ზოლიდან 130 მეტრში მიყვანილ მედიას იქვე მომუშავე ტრაქტორები დახვდნენ, რომლებითაც სოფლელები მიწას ამუშავებდნენ. ანტიოკუპაციური მოძრაობის წარმომადგენლებმა ამას "იაფფასიანი სპექტაკლი" უწოდეს და განაცხადეს, რომ ის ადამიანები, ვინც ნაკვეთის მეპატრონეებად წარუდგნენ, 11 თვიანი პატრულირების განმავლობაში ატოცში არ უნახავთ.

მოგვიანებით ერთერთმა მეპატრონემ "მთავარი არხის" ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, რომ ატოცში იშვიათად დადის, ხოლო წინადღეს მასთან ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელი მივიდა და მეორე დღისთვის მიწის დასამუშავებლად გასვლა შესთავაზა. "ტრაქტორიც მან მიშოვა", - განაცხადა ნაკვეთის პატრონმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42