ატოცი: ანტიოკუპაციური ჯგუფის წევრებს პოლიცია სახლთან დარაჯობს და ველზე ფეხდაფეხ დაჰყვება
ქარელის რაიონის სოფელ ატოცში, სადაც 19 ოქტომბერს რუსმა ოკუპანტებმა წინასწარ ბოძებით შემოსაზღვრული 330 მეტრიანი მონაკვეთი ცხაურებით შეღობეს, ანტიოკუპაციური სამოქალაქო საპატრულო ჯგუფის წევრებს პოლიცია სახლთან დარაჯობს, გადაადგილებას უკონტროლებს, საპატრულოდ ველზე გასულებს კი ფეხდაფეხ დაჰყვება.
ფოტოები "ნიუპოსტს" ატოციდან ჯგუფის წევრებმა მიაწოდეს. 19 ოქტომბერს შსს-მ ჯგუფის წევრებს საერთოდ შეუზღუდა გადაადგილება და საოკუპაციო ზოლთან მიახლოების საშუალება არ მისცა, 20 ოქტომბერს კი ჟურნალისტებთან ერთად, ბორდერიზაციის ადგილიდან 135 მეტრზე ახლოს არ მიუშვა. ამავე დროს სახლთან, რომელიც ჯგუფის წევრებს ადგილობრივმა მცხოვრებმა დროებით დაუთმო სადაც აქტივისტები ღამეს ათევენ, პოლიციის ერთი ჯგუფი მუდმივადაა მობილიზებული, რათა აქტივისტების გადაადგილება გააკონტროლოს.
დღეს სამოქალაქო აქტივისტებს სახლიდან გასვლისა და საპატრულო რეიდების განხორციელების უფლება მისცეს, თუმცა, პოლიციის მანქანა მათგან რამდენიმე მეტრში გადაადგილდება, ქვეითი პოლიციელები კი აქტივისტებს შორიახლოს მიჰყვებიან.
ადგილობრივი პოლიციელები ამბობს, რომ სიფრთხილის ამ ზომებს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიმართვენ. დავით ქაცარავა "ნიუპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ მისთვის გასაგებია პოლიციის სიფრთხილე, თუმცა, კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლების - თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის უფლება არავის აქვს:
"ახალ რეალობაში ვცხოვრობთ: პოლიციელები მანამდეც მორიგეობდნენ ატოცში, ჩვენს სახლთან და გვითვალთვალებენ, თუმცა, ამით ხელს არაფერში გვიშლიან, დასამალი არაფერი გვაქვს. დღეს, როცა ველზე გავედით, ფეხდაფეხ, შორიახლოს მოგვყვებიან. არ ვიცი, რატომ მიიღეს ასეთი ბრძანება, იმედია, არავის ჰგონია, რომ ამ საოკუპაციო ცხაურებს დავეჯახებით და დემონტაჟს ვცდით - კარგად გვესმის, რომ ოკუპანტებს სწორედ ეს უნდათ... ჩვენი პატრულირების ორი წლის განმავლობაში ვერავინ დაასახელებს ფაქტს, როცა ჩვენ მსგავსი იაფფასიანი, პოპულისტური ხერხის გამოყენებით ვცადეთ თავის დამკვიდრება. მესმის პოლიციის განსაკუთრებული სიფრთხილის და ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, სანამ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას - თავისუფლად გადაადგილებას არ შემიზღუდავენ", - აცხადებს დავით ქაცარავა.
ანტიოკუპაციური მოძრაობის ლიდერი ამბობს, რომ დღეს ოკუპანტები პერიმეტრზე არ გამოჩენილან და რომ ისინი რჩებიან ატოცში, რათა გააგრძელონ 11 თვის წინ აქ დაწყებული სადღეღამისო სამოქალაქო პატრულირება.
შეგახსენებთ, ორგანიზაციის შვიდკაციანი ჯგუფი დავით ქაცარავას ხელმძღვანელობით მესამე დღეა, ატოცში იმყოფება და სოფლიდან არ გამოდის.
შსს-მ პოლიციის ცოცხალი ჯაჭვი როგორც გუშინ, ასევე დღეს უკანონო ბორდერიზაციის ადგილიდან 135 მეტრში განათავსა - ამის იქეთ გადაადგილება ეკრძალებათ როგორც სამოქალაქო საპატრულო ჯგუფის წევრებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს.
პოლიციელები ამბობენ, რომ ზომები დროებითია და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება. ბოძების შეღობვამდე სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი საოკუპაციო ზოლიდან 10 მეტრის დაშორებით პატრულირებდა.

მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა