ატოცთან მიმდინარე პროცესები - გიორგი ვაშაძე პრემიერმინისტრს კითხვებით მიმართავს
პოლიტიკა - 13:31, 21 Oct, 2019     691
"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე. სტრატეგია "აღმაშენებლის" იდეის ავტორი გიორგი ვაშაძე სოფელ ატოცთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს კითხვებით მიმართავს.

„ვხედავთ, რომ მცოცავი ოკუპაცია გრძელდება და მძიმე ვითარებაა. მე შეგახსენებთ, 14 აგვისტო გუგუთიანტკარი, გაიხსენეთ როგორ დააშლევინეს საკუთარი ხელით თავისივე სახლები ჩვენს მოქალაქეებს. 29 აგვისტო, ჩორჩანა, გაგახსენებთ საოკუპაციო ძალების ტრანსპორტირებული მოძრაობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ბოლოს კი ატოცი, რაც ხდება ახლა. აღარ ჩამოვთვლი იმ შემთხვევებს, რაც ხდება ბოლო წლების მანძილზე, რაც განსაკუთრებით გააქტიურდა 2012 წლის შემდეგ. იზრდება საოკუპაციო ხაზი, ვკარგავთ ტერიტორიებს, ჩვენი მოქალაქეები კარგავენ სახლებს, კარგავენ საფლავებზე მისასვლელ გზებს, კარგავენ სახნავ-სათეს მიწებს და სამწუხაროდ ყველაფერ ამას ვუყურებთ შორიდან. მე მაქვს კონკრეტული ორი კითხვა ჩვენს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ გიორგი გახარიასთან და საქართველოს მთავრობის წევრებთან. პირველი, კონკრეტულად რა გააკეთეთ ბოლო ერთი თვის მანძილზე ჩორჩანასა და გუგუთიანტკარის შემთხვევების შემდეგ იმისთვის, რომ თავიდან აგვეცილებინა ატოცის შემთხვევა, რა ნაბიჯები გადაიდგა ქვეყნის შიგნით ან მის ფარგლებს გარეთ რომ არ დავმდგარიყავით იმ ფაქტის წინაშე რაც დღეს გვაქვს?

და მეორე, რას აპირებთ, რა სტრატეგია გაქვთ, როგორ აპირებთ პრევენციას იმისას, რომ ხვალ და ზეგ, რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან არ განმეორდეს მსგავსი ქმედებები.

ყოველდღიურად თავს გვახსენებს საოკუპაციო ძალები და სამწუხაროა, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს. ეს უმოქმედობა არის დანაშაული. დანაშაული ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის წინაშე. კიდევ ერთხელ ვამბობ, საერთაშორისო ასპარეზი და მეგობარი ქვეყნები არიან იმისთვის, რომ მხარში დაგვიდგნენ და ავიცილოთ თავიდან მსგავსი ფაქტები. სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ოკუპაციის თემა დღეს არის მიტოვებული და უყურადღებოდ. მართლაც, რომ არ არსებობდეს სამოქალაქო მოძრაობა დავით ქაცარავას ხელმძღვანელობით, რომელიც მუდმივად გვახსენებს ამ პრობლემას თითქოს ისეთი მივიწყებულია, რომ მეორე ხარისხოვანი თემაა, არადა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ჩვენი განვითარებისთვის რაღათქმაუნდა დეოკუპაცია არის ერთ-ერთი უპირველესი გეგმა. იმედი მაქვს პასუხს გაგვცემს ბატონი გახარია თუ რა გააკეთა და რას აპირებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42