"ერთად ერთის წინააღმდეგ" - თელავის მერიის უარის მიუხედავად ქალაქში ანტისაოკუპაციო აქცია დღეს ჩატარდება.
აქციის ორგანზატორები და მონაწილეები ამბობენ, რომ აქციის მთავარი მიზანი რუსული ოკუპაციისა და 20 ივნისის მოვლენების გაპროტესტებაა.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ თელავის მერიის უარის მიუხედავად მაინც შეიკრიბებიან და აანონსებენ, რომ ყოველი თვის 20 რიცხვში სხვადასხვა რეგიონებში გამართავენ აქციას.
"მიუხედავად აკრძალვისა აქციას მაინც ჩავატარებთ ზუსტად იქ, სადაც ვგეგმავდით, აქცია იქნება პირველი მერცხალი რეგიონებში გასამართი აქციების ციკლისა. ძალიან მნიშვნელოვანი კახეთით და თელავით დაწყება, რადგან ეს რის მთავარი ოპოზიციური ქალაქი, სადაც ადამიანები ფიქრობენ პრობლემებზე და საპროტესტო მუხტს აგროვებენ" - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი.
დღევანდელ აქცია თბილისიდან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები და 20 ივნისის საქმეზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების ოჯახის წევრები უერთდებიან. აქცია თელავში რამდენიმე წუთში დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები






