ცნობილი ამერიკელი რეჟისორი 80 წლის ფრენსის ფორდ კოპოლა "დიდი ლიონის კინოფესტივალზე" უმაღლესი ჯილდოთი, "ლუმიერების პრემიით" დააჯილდოვეს, მსოფლიო კინოს განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.
კინოფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ "ლუმიერების პრემია" თავისი მნიშვნელობით კინემატოგრაფში ნობელის პრემიის ტოლფასია.
დაჯილოდებისათვის ფრანგი მსახიობი ნატალი ბეი და სამხრეთკორეელი რეჟისორი პონ ჩუნ ხო მოიწვიეს, რომელბმაც კოპოლასთან მუშაობის დეტალები გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ რჟისორმა უდიდესი გავლენა მოახდინა მათ კინოკარიეტაზე.
თავად კოპოლამ, აღნიშნა, რომ კინომატოგრაფი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და მასში ცოტა ოსტატია. ის თავს "სტუდენტად" თვლის, ხოლო "ოსტატად" მარტინ სკორსეზე დაასახელა.
ფრენსის ფორდ კოპოლა 1939 წლის 7 აპრილს, დაიბადა. იგი არის ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი. ყველაზე ცნობილი მისი ფილმებია - ტრილოგია "ნათლიმამა" და "აპოკალიპსი დღეს" შესახებ. კოპოლა არის ტალია შირეს ძმა, ნიკოლას კეიჯის და ჯეისონ შვარცმანი ბიძა, სოფია კოპოლას და რომან ფორდ კოპოლას მამა. კოპოლა "ოსკარის" ექვსგზის გამარჯვებულია და არის "ოქროს პალმის რტოს" ორგზის მფლობელი.
მასალის გამოყენების პირობები