გაზის მიწოდებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს კიდევ გავამკაცრებთ - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 20:47, 19 Oct, 2019     732

აფეთქება გურამიშვილის გამზირზე - ეკონომიკისა მინისტრმა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალბატონი მოინახულა . და განაცხადა, ომ გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება.

„კლინიკაში ამ დრომდე რჩება ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობა, საბედნიეროდ, დამაკმაყოფილებელია. ყველაზე მძიმედ არის ჩვენი კოლეგა, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში მოვინახულეთ - მისი მდგომარეობა, ჯერჯერობით, სტაბილურად მძიმეა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომჯობინდება. მე ასევე ტელეფონით დავუკავშირდი ყველა პაციენტს, ვინც დღეს დილით გაეწერა - მათ შედარებით მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ და საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა არის ნორმალური" - განაცხადა ნათია თურნავამ კლინიკაში მყოფი პაციენტების მონახულების შემდეგ

ეკონომიკის მინისტრმა მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, ხელი შეუწყონ გაზგამანაწილებელ კომპანიებს, მისცენ მათ შესაძლებლობა, შეამოწმონ გაზის მოწყობილობები და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, გაზის მიწოდების აღდგენა თვითნებურად არ სცადონ.

„ჩვენ გავამკაცრეთ და კიდევ გავამკაცრებთ გაზის მიწოდებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. ჩვენ მივეცით მკაცრი მითითება და გაზგამანაწილებელი კომპანიები გეგმურ შემოვლას ახორციელებენ ყველა იმ აბონენტის შესამოწმებლად, სადაც გაზის მოწყობილობებია დამონტაჟებული. თუმცა, თუ მოსახლეობა არ გვეთანამშრომლა და გაგებით არ მოეკიდა ამ ყველაფერს, უბედური შემთხვევების პრევენცია რთული იქნება. ამიტომ მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს - დგება გათბობის სეზონი და აუცილებლად მივცეთ გაზგამანაწილებელ კომპანიებს შესაძლებლობა, შეამოწმონ მოწყობილობები. თუ აუცილებელი გახდა გამოცვლა და თუ მიიღეს რეკომენდაცია, რომ შეცვალონ ეს მოწყობილობები, თვითნებურად არ მიაერთონ, რადგან საუბარია ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. არ უნდა შეუქმნან საფრთხე არც საკუთარ თავს და არც მეზობლებს," - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისივე განცხადებით, მომზადებულია ასევე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მთავრობაში იხილება. მინისტრის ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივა, სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებთან ერთად, ითვალისწინებს რეგულაციების გამკაცრებას ისეთ შემთხვევებში, როდესაც რომელიმე ბინაში ვერ ახერხებს გაზგამანაწილებელი კომპანია შესვლას და შემოწმებას. „გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარების წესების გამკაცრების კუთხით, სავალდებულო წესით შემოგვაქვს დეტექტორების დამონტაჟებაც - ეს შეეხება როგორც ახალ მშენებლობებს, ასევე ძველ მშენებლობებს. ყველგან უნდა არსებობდეს გაზის დეტექტორი, რომელიც შეგვატყობინებს საფრთხეს და დაგვიცავს უბედური შემთხვევისაგან," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42