მეთიუ ბრაიზა: თუ საქართველო NATO-ს წევრი გახდება, რუსეთი ვერაფერს იზამს...
პოლიტიკა - 21:35, 18 Oct, 2019     5414
გრძელვადიან პერსპექტივაში ანდერს ფოგ რასმუსენის შეთავაზება (ნატოში გაწევრიანება ალიანსის მე-5 მუხლის ამოქმედების გარეშე, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით,-რედ.) საქართველოსთვის მომგებიანია. ამავდროულად, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოუწევს უარი თქვას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, ქვეყნის უსაფრთხოება კი უზრუნველყოფილი იქნება - ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა მეთიუ ბრაიზამ "ჯორჯია თუდეისთან" ინტერვიუში განაცხადა.

"ეს უპრეცენდენტო იქნებოდა", - ამბობს ბრაიზა.- "დაახლოებით მსგავსი რამ მოხდა კვიპროსთან მიმართებაში, როცა ის ევროკავშირის წევრი გახდა, მაგრამ შემდეგ ევროკავშირმა შეაჩერა თავისი კანონების მოქმედება კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილზე. ევროკავშირში კი მთლიანად, ქვეყანაა მიღებული. დაახლოებით იგივე ვარიანტია აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაშიც: ტექნიკურად და იურიდიულად ამ ნაწილებთან ერთად იქნება საქართველო ალიანსის წევრი, მაგრამ მე-5 მუხლის მოქმედება ამ რეგიონებში შეჩერებული იქნება".

"თუ თვალსაჩინო იქნება, რომ საქართველო გარდაუვლად გახდება ნატოს წევრი, რუსეთი ვერაფერს გააკეთებს", - დარწმუნებულია ბრაიზა.

მისი თქმით, თუ საქართველო მოინდომებს ამ სცენარზე მოლაპარაკებებში ჩართვას, მას მოუწევს, გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნოს ალიანსის ძირითადი ქვეყნები, პირველ რიგში კი აშშ. მისი თქმით, საქართველომ დახურულ კარს მიღმა, ვაშინგტონთან უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები, რათა გაიგოს, არის თუ არა თანახმა აშშ, სათავეში ჩაუდგეს ამ პროცესს.

"საკუთარი არხებით ვიცი, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ბუში საქართველოსთვის მაპის მინიჭებას ლობირებდა, მაგრამ ინიციატივა გერმანიის კანცლერმა მერკელმა დაბლოკა. შესაძლოა, იგივე განმეორდეს. ალიანსის იმ წევრებს შორის, რომლებიც მოწადინებული არიან რუსეთს ანგარიში არ გაუწიონ, გერმანელები მუდამ ყველაზე მეტად სკეპტიკოსები იყვნენ. და ეს გასაგებია, თუ გერმანიის დრამატულ ისტორიას გავითვალისწინებთ", - თქვა "ჯორჯია თუდეისთან" ინტერვიუში მეთიუ ბრაიზამ.

"ბუქარესტის სამიტმა, გარკვეულწილად, წითელი ალმის როლი შეასრულა პუტინისთვის: "იმოქმედე ახლა, თუ არადა, ძალიან გვიან იქნება. და ისიც ამოქმედდა...", - ამბობს მეთიუ ბრაიზა.

"არ მგონია, რომ საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთი ძალას გამოიყენებს, უფრო პირიქით - ის ვერაფერს გააკეთებს. სწორედ ამიტომ იყო საშინელი ბუქარესტის სამიტი: იმის ნაცვლად, რომ საქართველოსთვის მაპი მიგვეცა და გვეთქვა, რომ ის მალე გახდება ალიანსის წევრი, ჩვენ ორაზროვნება ავირჩიეთ.

მეთიუ ბრაიზამ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავს არიდებენ რუსეთთან დაპირისპირებას.

"ყოველ ჯერზე, როცა წარმოიშვება შეიარაღებული კონფლიქტი, ისინი მოუწოდებენ დიალოგისკენ, ამბობენ, რომ დამნაშავეა ორივე მხარე, მაგრამ 2008 წელს, საქართველოსთან მიმართებაში ბრალი მხოლოდ ერთ მხარეს მიუძღვის: რუსეთმა მოახდინა ომის პროვოცირება, რუსეთმა დაიწყო შეტევა - ამაში სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები დარწმუნებული. საქართველომ კი, სამწუხაროდ, ისეთი რეაგირება მოახდინა, რამაც, საბოლოოდ, თავად დააზარალა", - ამბობს ამერიკელი დიპლომატი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42