”დღეს პატრულ-ისპექტორები ცალკეულ ადგილებზე არიან განლაგებულები და ფიზიკურად ხდება ნაკადების მართვა, ამას დაემატება ჭკვიანი სისტემიდან წამოსული კონკრეტული სცენარები და ერთობლივად, თბილისის მერია და საპატრულო პოლიციის კონკრეტული ეკიპაჟები, განვახორციელებთ ნაკადების ოპტიმალურად მართვას. ეს არის ნაკადების მართვის ჭკვიანი სისრტემა, რომელიც გამოყენებულია ყველა განვითარებულ ქალაქში“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
თბილისის ვიცე-მერმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ნაკადების მართვის ავტომატიზირებული სისტემის მიზანი ნაკადების ისე გადანაწილებაა , ქალაქში ნაკლები საცობი მივიღოთ.
„კონკრეტული დეტექტორების მონტაჟი მოხდება შუქნიშნებზე, რომელიც დაითვლის ნაკადებს, დროის კონკრეტულ მონაკვეთში. როდესაც ერთ დღეს მოხდება დათვლა, დროის იგივე მონაკვეთში მეორე დღისთვის სისტემა მოგვცემს უკეთეს სცენარს. შეიძლება გიკარნახოს, რომ შეიცვალოს შუქნიშნის რეჟიმი ან გატარება-შეზღუდვის დრო, შეიძლება მოდელმა მიმართულების მხრივ უფრო ოპტიმალურიო სცენარი წარმოადგინოს“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები, სისტემა ქალაქში ეტაპობრივად, რამდენიმე თვის განმავლობაში დაინერგება.
მასალის გამოყენების პირობები






