იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
პოლიტიკა - 18:43, 18 Oct, 2019     687
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"მინდა განცხადება გავაკეთო საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ე.წ. კვლევასთან დაკავშირებით და მოგაწოდოთ ინფორმაცია მასში არსებული ცრუ ფაქტების შესახებ. ასეთი კი რამდენიმეა. საუბარია ქალბატონ ლელა კალიჩენკოს შვილზე, რომელიც მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნამდვილად, თუმცა გეტყვით, რომ მანამდე მუშაობდა, სანამ ქალბატონი ლელა მოსამართლე გახდებოდა და საინტერესოა სად ხედავდნენ აქ ნეპოტიზმის ნიშნებს.

ძალიან საინტერესოა, ასევე საუბარია ბატონ თეიმურაზ სვანიძის და ქალბატონ ქეთი ჯაჭვაძის შვილებზე, რომელთაც ძალიან ხანგრძლივი სტაჟირება აქვთ გავლილი სასამართლოში და მინიმალური საფეხურიდან - სპეციალისტის რანგიდან აქვთ დაწყებული სამსახური. საუბარია ბატონი მიხეილ ჩინჩალაძის მეუღლეზე, რომელიც თურმე აუდიტის სამსახურში მუშაობს და წლის დასაწყისიდან არ იკავებს ამ თანამდებობას და ესეც ცრუ ინფორმაციაა. სად ხედავენ აქ ნეპოტიზმს ძალიან საინტერესოა.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტი ბატონი გიორგი ებანოიძის შესახებ, რომლის მეუღლეც ასევე მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მუშაობს 2011 წლიდან, ანუ მანადე ვიდრე ბატონი გიორგი დაიწყებდა მოსამართლედ მუშაობას თბილისის საქალაქო სასამართლოში და რაც მთავარია ისინი 2016 წელს დაქორწინდნენ , მას შემდეგ რაც ორივე მათგანი წლების განმავლობაში მუშაობდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში- ეს არის ნეპოტიზმი და ეს დაადგინა საერთაშორისო გამჭვირვალობამ?

გეტყვით, რომ არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ტყუილ ინფორმაციებს ავრცელებს. შეგახსენებთ მათ ე.წ. კვლევას კორუფციის შესახებ, რომელიც ექვსი ანონიმური პირის მონაწილეობით ჩატარდა და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

ერთადერთი დასკვნა რისი გაკეთებაც შემიძლია არის ის, რომ იმდენად დიდია ქალბატონი ეკა გიგაურის სურვილი სასამართლო სისტემა უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინოს, ცრუ ინფორმაციების მოშველიებით, ვფიქრობ, აღარც საერთშორისო გამჭვირვალობის რეპუტაციას ანიჭებს მნიშვნელობას და ყველა საშუალებით ცდილობს ამ მიზანს მიაღწიოს"- აცხადებს მიქაუტაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42