დიმიტრი ხუნდაძე: „გამჭვირვალობიდან" განხორციელდა ზარი და ბოდიში მომიხადეს იმიტომ, რომ ეს იყო არასწორი ინფორმაცია
პოლიტიკა - 17:23, 18 Oct, 2019     677

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

დეპუტატი „თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში" „გამჭვირვალობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დიმიტრი ხუნდაძის მეუღლე საჯარო სამსახურში მუშაობს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს.

„ეს არის აბსოლუტურად ტყუილი, არც ერთ თეთრს, ჩემი მეუღლე არ იღებს საჯარო სამსახურში ბიუჯეტიდან, იმიტომ, რომ ის იქ არ მუშაობს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ" დაშვებული შეცდომა აღიარა და მას ბოდიშიც მოუხადეს.

„რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა ზარი „გამჭვირვალობიდან", პროექტის ხელმძღვანელი იყო თუ არ ვცდები და ბოდიში მოიხადა, იმიტომ, რომ ეს იყო არასწორი ინფორმაცია. არც თუ ისე იშვიათად ხდება გამიზნულად საჯარო მოხელეების დისკრედიტაცია, კონკრეტულად დეპუტატების. ახლა ახლოვდება არჩევნები და დარტყმის ობიექტი ვიქნებით ჩვენ. ეს არ წაადგება არავის და არაფერს. არ წაადგება იმ ხალხსაც, რომლის წინაშეც დეპუტატები გინდათ რომ გამოიყვანოთ მხოლოდ საკუთარ თავზე მაზრუნალნი", - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დიმიტრი ხუნდაძემ, სადაც „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტს განიხილავდნენ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42