სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე - "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თბილისის სატრანსპორტო რეფორმა გააკრიტიკა, რასაც "ქართული ოცნების" წევრების გაღიზიანება და რეპლიკები მოჰყვა.
ხაბეიშვილმა დეპუტატებს კახა კალაძის დაპირება შეახსენა, რომელიც ენმ-ს ეწევრის თქმით, არ შესრულდა.
"დედაქალაქის მერმა დააანონსა, რომ 550 ავტობუსი შემოვა წლის ბოლომდე. სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე ვიყავი, დამაჯერებელი პასუხები ვერ მივიღე, ნამდვილად შემოვა თუ არა. ვხედავთ, რომ მთავრობის ყველა სხდომაზე პრობლემებთან დაკავშირებით საუბრობს. 16 ათასი ტაქსი გადაადგილდება თბილისში, მაშინ, როდესაც 32 ათასი ტაქსი იყო. იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომელიც სარგებლობდა ტაქსით და მოუწია საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდომა, ამ დროს მეტროში მძიმე მდგომარეობაა. მოგიწოდებთ საკრებულოს დეპუტატებს, ჩავიდეთ მეტროში და გავჩერდეთ 1 საათის განმავლობაში და ვნახოთ რა მდგომარეობაა",- მიმართა ხაბეიშვილმა კოლეგებს უმრავლესობიდან.
რაზეც ირაკლი ზარქუამ ხაბეიშვილს "კომედი შოუს" მსახიობი უწოდა.
"ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით სიუჟეტებს პარტიულ ტელევიზიაზე, სადაც ხან თხრილში იჯდა ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერი და იქედან მონოლოგს ყვებოდა. სხვათაშორის, გუშინ დარეკეს "ბოლივუდიდან" და მითხრეს, რომ წლის მასხარის ნომინაციაზე ხართ წარდგენილი მესამე ხარისხის, ეს ხარ შენ მეტი არაფერი. ამას შენი კოლეგებიც დაგიდასტურებენ. საზოგადოებას ტყუილში ამყოფებ. არ გაგივა ეს მასხრობები და ვიღაცამ უნდა გითხრას. ჩვეულებრივი "კომედი შოუს" მსახიობი ხარ",- განაცხადა ზარქუამ.
მასალის გამოყენების პირობები






