პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტში შალვა თადუმაძის კანდიდატურის განხილვა ვერ შეჩერდება. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებული საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრამდე გაირკვევა.
“ბატონი თადუმაძის კანდიდატურა იყო უკვე მოსმენილი კომიტეტის სხდომაზე, შესაბამისად, ის ვერ შეჩერდება, იმიტომ, რომ უკვე იყო მოსმენა კომიტეტის სხდომაზე. რაც შეეხება კანდიდატების კენჭისყრას, მე დარწმუნებული ვარ, კენჭისყრამდე დიპლომებთან და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა იქნება ამოწურული. ამაზე კომიტეტიც მუშაობს. მე ვიცი, რომ სამოქალაქო საზოგადოებაც დაინტერესებულია და აუცილებლად მიიღებენ პასუხებს კითხვებზე”,- ამბობს თალაკბვაძე.
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ინფორმაციით, სს კოდექსით, ისჯება არა მარტო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება ან/და შეძენა, არამედ მისი გამოყენებაც, ამიტომაც, აღნიშნული საკითხი სცდება ჩვეულებრივი პოლიტიკური დისკუსიისა და პროფესიული შესაბამისობის დასადგენად მიზანშეწონილობის ფარგლებს და მას სამართლებრივი განზომილება გააჩნია.
მასალის გამოყენების პირობები






