გიორგი აბრამიშვილი - მნიშვნელოვანია, საქართველომ ენერგეტიკულ სექტორში რეგიონალური ჰაბის ფუნქცია შეასრულოს
პოლიტიკა - 16:21, 18 Oct, 2019     771

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარება მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ამით აქცენტი კეთდება საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობასა და მის მნიშვნელობაზე, რადგან ჩვენ ქვეყანას ნამდვილად შეუძლია შეასრულოს რეგიონალური ჰაბის ფუნქცია ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკულ სექტორში და ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი აზიასა და ევროპას შორის, - განაცხადა განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა.

განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, საქართველომ 2017 წელს ხელი მოაწერა ევროპის ენერგეტიკულ ქარტიაში გაერთიანებას, რომლის საფუძველზეც სექტორში არაერთი რეფორმა განხორციელდა ან მიმდინარეობს. მისი მიზანია ქვეყნის ენერგოსექტორის ჰარმონიზაცია ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან.

„ჩვენ მივესალმებით აღნიშნული ფორუმის ჩატარებას თბილისში, რომ მოხდეს გამოცდილების გაზიარება და ინვესტიციების მოზიდვა განსაკუთრებით განახლებადი ენერგეტიკის სფეროში. საქართველოში ამჟამად ენერგეტიკული სექტორის დერეგულირება მიმდინარეობს, რომელმაც შექმნა ახალი შესაძლებლობა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის კუთხით," - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

თბილისის აბრეშუმის ფორუმი თბილისში 22-23 ოქტომბერს მესამედ ჩატარდება. მასზე მოწვეულია 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი. აბრეშუმის გზა, როგორც გლობალური ინიციატივა, გულისხმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, ვაჭრობის გაძლიერებას, მეტი ინვესტიციების მოზიდვას და ზოგადად, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას პროექტში მონაწილე ქვეყნებს შორის. სატრანსპორტო დერეფანი საქართველოს აძლევს მეტი ინტეგრაციისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42