ნინო ბურჯანაძე მეთიუ ბრაიზას განცხადებას პასუხობს
პოლიტიკა - 12:59, 18 Oct, 2019     1449
,,მეთიუ ბრაიზა კვლავ აცოცხლებს ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის რასმუსენის იმ იდეას, რომელიც კვიპროსის მოდელით საქართველოს ნატოში გაწევრიანებას გულისხმობს.
თუ ასეთი მეგობრები არიან და ასე შესტკივათ გული საქართველოზე, მაშინ როგორც კვიპროსი მიიღეს ევროკავშირში, ასე მიგვიღონ ჩვენც ევროკავშირში, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოსთვის". - აცხადებს ,,ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
ნინო ბურჯანაძე იმ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომლებიც აჟიტირებულები არიან ნატოში გაწევრიანების იდეით და თავაზობს ყურადღებით წაიკითხონ მეთიუ ბრაიზას განცხადება, სადაც ორი გზავნილი იკვეთება.
,,რატომ არ არის კვიპროსი ნატოს წევრი დღემდე, როდესაც მის ტერიტოტიაზე ნატოს ორი წევრი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის და თურქეთის რესპუბლიკის ბაზებია განლაგებული? ე.ი. ამას თავისი გარკვეული მიზეზები ჰქონდა.
რაც შეეხება მეთიუ ბრაიზას 2 გზავნილს - ის ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებს არ დაუბრუნებს და მეორე ის ამბობს, რომ მომავალში აუცილებლად გამოჩნდებიან რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ზეწოლას მოახდენენ და საქართველოს უარს ათქმებინებენ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე. ბრაიზაც კი ვერ მალავს იმ საფრთხეებს, რომელიც ამ გადაწყვეტილების უკან დგას.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აფხაზეთში და სამაჩაბლოში მე-5 მუხლის გავრცელების გარეშე გაწევრიანება, ამ ტერიტორიებზე სამუდამოდ უარის თქმას ნიშნავს.
მოვუწოდებ ყველას, ვინც აჟიტირებულია ნატოს წევრობით კარგად დაფიქრდით, ამ საკითხზე ნებისმიერი სერიოზული დისკუსია არის გზავნილი როგორც რუსეთისათვის, ასევე აფხაზებისა და ოსებისთვის და გზავილია დასავლეთისთვისაც.
ჩვენ სერიოზულ სარისკო ნაბიჯებს ვდგამთ ასეთი დისკუსიის დაწყებითაც კი, რაც ჩემი აზრით არის ქვეყნის ინტერესების ღალატი და ამას ჩვენ მომავალი თაობები არ გვაპატიებენ." -აცხადებს ნინო ბურჯანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42