2019 წლის 21-25 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ახლახან გახსნილ AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრში ჩატარდება მეორე ტრენინგი - „ESMEA - ძირითადი უნარ-ჩვევები სამედიცინო განათლებაში: შეფასების მეთოდები“. ტრენინგს გაუძღვება AMEE-ს პრეზიდენტი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი სამედიცინო განათლების საკითხებში, პროფესორი ტრევორ გიბსი. ამჯერად ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს 43 მსმენელი, რომლებმაც წარმატებით გაიარეს პირველი ტრენინგი. აღსანიშნავია, რომ ტრენინგში მონაწილეებიდან 26 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი, ხოლო 17 - საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენელი იქნება.
AMEE-ESME-ს ტრენინგის გავლისას თითოეული მსმენელს გადაეცემა მონაწილეობის სერთიფიკატი, ხოლო ოთხი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიენიჭებათ საერთაშორისოდ აღიარებული AMEE-ს სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსი, დამოწმებული შესაბამისი სერთიფიკატით.
მასალის გამოყენების პირობები