საქართველოს ბანკის მხარდაჭერით SOCIAL IMPACT AWARD-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:23, 18 Oct, 2019     1190

საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ ექვს გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი საზოგადოების რჩეული გახდა. სამივე გამარჯვებული გუნდი საქართველოს ბანკისგან ფულად ჯილდოს მიიღებს და კიევში Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე გაემგზავრება, რომელიც 2019 წლის დეკემბერში გაიმართბა.

2019 წლის Social Impact Award-ის გამარჯვებულები გახდნენ:

თაფ თექსთი” - TapText - ორი ხელთათმანისგან შემდგარი მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც უსინათლოები სრულიად დამოუკიდებლად, ნებისმიერ დროს და ადგილას შეძლებენ ელექტრონული ტექსტის აკრეფას და გაგზავნას.

ბეისმენთი” - Basement - ქართული ალტერნატიული მუსიკის პირველი ორენოვანი ციფრული არქივი, რომლის მიზანიცაა თანამედროვე ქართული მუსიკის კვლევა, შენარჩუნება და გაზიარება.

ზერო სთროუ” - ZeroStraw - ინოვაციური საწრუპი, რომელიც იჭმევა და არ ტოვებს ნარჩენს.

Impact Hub Tbilisi უკვე მესამე წელია ახორციელებს პროგრამას Social Impact Award-ს, რომელიც არის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით. პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში და ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს თავიანთი იდეების განსახორციელებლად.

“Impact Hub Tbilisi-მა საქართველოში პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო. სამი წლის განმავლობაში ვორქშოფები ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომელსაც საერთო ჯამში 500-მდე სტუდენტი დაესწრო. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რელურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. წელს პროგრამის ფარგლებში 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, სამივე მათგანი ძალიან აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს” - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ.

„საქართველოს ბანკისთვის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა და განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ ყოველწლიურად ვაცხადებთ საგრანტო კონკურს და ვაფინანსებთ სოციალურ საწარმოებს, რაც ხელს უწყობს განხორციელდეს კიდევ უფრო მეტი პროექტი ამ მიმართულებით. ბანკი უკვე მესამე წელია მხარს უჭერს და აფინანსებს, ისეთ მნიშვნელოვან პროექტს როგორიც Social Impact Award-ია, რადგან ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, დაისახონ მიზნები, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. საბოლოოდ, ბანკის დაფინანსებით განახორციელონ საკუთარი იდეები და პროექტები“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42