ნინო ბურჯანაძე: "ხელისუფლება გიორგი მარგველაშვილის დასჯას განაგრძობს"
პოლიტიკა - 11:57, 18 Oct, 2019     765
,,ძალიან სამწუხაროა, რომ ,,ქართული ოცნება ყოველდღიურად ერთიერთში ემსგავსება ,,ნაციონალურ მოძრაობას". 2008 წელს მიხელ სააკაშვილმა მე, ნინო ბურჯანაძეს- ორგზის პარლამენტის თავმჯდომარეს და პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს სახელმწიფო დაცვა მომიხსნა. მაშინ რა თქმა უნდა ხმა არ ამომიღია ამ საკითხზე და არც არავის გამოუხატავს პროტესტი, მათშორის არც გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ჩემი მეგობარი იყო. მაგრამ ახლა მე არ ვაპირებ გაჩუმებას და მინდა უმწვავესად შევაფასო ხელისუფლების ეს უღირსი ქმედება. "- აცხადებს ,,ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
მისი განცხადებით, პრეზიდენტი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის ის უმაღლესი თანამდებობები, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში სახელმწიფო დაცვით უზრუნველჰყოფას ითვალისწინებს.
ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ მაშინ მიხეილ სააკაშვილმა დაცვის მოხსნით სადამსჯელო ღონისძიება გაატარა ნინო ბურჯანაძის მიმართ და ახლა იგივეს აკეთებს მოქმედი ხელისუფლება ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიმართ.
,,დაცვის მოხსნის გარდა, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით გიორგი მარგველაშვილს ასევე უპირებენ პენსიის მოხსნას. ეს არის ნონსენსი, უსინდისო, გაუგონარი და უღირსი ქმედება. ხელისუფლება გიორგი მარგველაშვილის დასჯას და ამავდროულად სახელმწიფო ინსტიტუტების ფეხქვეშ გათელვას განაგრძობს.
პირველ რიგში, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ის ფიგურები არიან, რომლებსაც უწევთ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რაც ზოგიერთი მოქალაქისათვის შეიძლება იყოს არასასიამოვნო. ბევრი მაგალითი არსებობს, როდესაც სრულიად გაუწონასწორებელმა ადამიანმა ჩათვალა რომ ამ თანამდებობის პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უსამართლო და მისი უბედურების მიზეზი.
გარდა ამისა, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ფლობს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია და მათ უწევთ გარკვეული ქმედების განხორციელება. სწორედ ამიტომ ისინი ექვემდებარებიან სახელმწიფო დაცვას. მაგრამ ჩვენ ქვეყანაში პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს აღარ აქვს სახელმწიფო საიდუმლოებაზე წვდომა, შესაძლოა ასეთი ინფორმაცია არც არსებობდეს, რადგან ჩვენი უმაღლესი თანამდებობის პირები ძირითადად სახელმწიფო გარიგებებით არიან დაკავებული. სწორედ ამიტომ არ გვაქვს ჩვენ სახელმწიფო და სწორედ ამიტომ ვიღებთ ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ინსტიტუტების შეურაცჰხყოფას და აბუჩად აგდებას. " - აცხადებს ,,ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42