ადგილობრივები "ნიუპოსტის"ჟურნალისტთან პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა კაცი ეჭვიანი იყო.
ცობილია, რომ ბრალდებულმა სოფელი ტალავერი წლების წინ დატოვა და ნიჯარ ნასიბოვითან ერთად ბაქოში ცხოვრობდა.
ილგარ ნასიბოვი მაღაზიაში გამყიდვლად მუშაობდა და ცოლთან ერთად 3 მცირეწლოვან ბავშვს ზრდიდა.
მკვლელობა ილგარ ნასიბოვის მამის კუთვნილ ავტომობილში მოხდა.
"2 დღის ჩამოსულები იყვნენ, კონფლიქტის რაიმე ნიშანი არ შეგვიმჩნევია. ილგარმა თქვა, რომ ცოლთან ერთად ნათესავთან მიდიოდნენ. მამამისის მანქანაში ჩაისვა ნიჯარი. ბავშვები კი ძმას და რძალს დაუტოვეს. როგორც ამბობენ, ცოლი სასაფლაოსთან მიიყვანა და იქგაგუდა. დაკავებისას უთქვამს ჩემი შარვლის ქამრით გავგუდეო. იმასაც ჰყვიროდა თურმე, არ ვიცი ეს რატომ გავაკეთეო"- აცხადებს ოჯახის ახლობელი.
დაღუპულს 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარში ბრალდებული პირი დაკავებულია. გამოძიება კი, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






