ანტიოკუპაციური მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა პარტიებისა და NGO-ებისთვის პრეზენტაციას გამართავს
პოლიტიკა - 09:51, 18 Oct, 2019     1707
ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა დღეს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება და შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლთან, კერძოდ, ჩორჩანა-წნელისი-წაღვლის მონაკვეთზე არსებული მდგომარეობის შესახებ პრეზენტაციას გამაღთავს, ამასთან, დამსწრეთა წინაშე კონკრეტული ინიციტიავით წარდგება.


ამის შესახებ პრესრელიზშია ნათქვამი, რომელსაც მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება მათ მიერ საოკუპაციო ზოლზე სამოქალაქო პატრულირების დროს მოპოვებული ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ნათლადაა ასახული იმ სამუშაოების მასშტაბები, მიმართულება და სხვა დეტალები, რომლებსაც აგვისტოს ბოლოდან ჩორჩანის ტყეში რუსი ოკუპანტები და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ატარებენ.
⭕ პარასკევს, 18 ოქტომბერს, 11:00-ზე სასტუმრო "ციტრუსში" (9 აპრილის ქუჩა 3) ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშია" პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
⭕შეხვედრის მიზანია შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლის გასწვრივ, კერძოდ, წაღვლი-ჩორჩანის მონაკვეთზე სამოქალაქო პატრულირების დროს მოპოვებული ფოტო და ვიდეომასალის გაცნობა და არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ მასშტაბურად ინფორმირება.
⭕შეხვედრაზე ანტიოკუპაციური მოძრაობა წარდგება კონკრეტული ინიციატივით, რომელიც, მოწონების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ერთიან, კოორდინირებულ მოქმედებას ოკუპაციის ახალი ტალღის შესაჩერებლად. - ნათქვამია პრესრელიზში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42