"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნით პანელში აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი შიქსინ ჩენი მიიღებს მონაწილეობას
პოლიტიკა - 19:44, 17 Oct, 2019     584

22 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნით პანელში „მაღალი დონის დიალოგი, ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები" მონაწილეობას მიიღებს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტი შიქსინ ჩენი, რომელიც პანელის ერთ-ერთი მომხსენებელია.

შიქსინ ჩენი ADB-ს გუნდს 2018 წლის 12 დეკემბერს შეუერთდა და პასუხისმგებელია სამხრეთ აზიის, ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტებში განხორციელებულ ოპერაციებზე. ADB-ში საქმიანობის დაწყებამდე, შიქსინ ჩენი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

1998 წლიდან, ბატონი ჩენი იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობებს ჩინეთის ფინანსთა სამინისტროში, სადაც მისი საქმიანობა მოიცავდა სახელმწიფო ფინანსების სფეროებსა და მრავალმხრივი განვითარების ბანკებთან პარტნიორობას. 2012-2014 წლებში იყო საკრედიტო გარანტიისა და ინვესტიციების ხელშემწყობი საბჭოს დირექტორი, 2013-2016 წლებში - მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ხოლო 2016-2018 წლებში - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახალი განვითარების ბანკის (New Development Bank) და აზიის ინფრასტრუქტურის ინვესტირების ბანკის (Asian Infrastructure Investment Bank) საბჭოს დირექტორი.

შიქსინ ჩენი ეკონომიკის დოქტორია (ფისკალური მეცნიერების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი) და ფლობს საჯარო პოლიტიკის მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხს (ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ ფ. კენედის მმართველობის სკოლა, ჰარვარდის უნივერსიტეტი).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42