სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მიზნები და დეტალები - საქართველოში თურქეთის ელჩმა განმარტება გააკეთა
პოლიტიკა - 19:00, 17 Oct, 2019     1074
საქართველოში მდებარე თურქეთის საელჩოში შეხვედრა გაიმართა მედიის წარმომადგენლებთან, სადაც ელჩმა მედიას წარმოუდგინა ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მიზნები და დეტალები.

თურქეთის ელჩმა, ფატმან სერენ იაზგანმა არაერთხელ აღნიშნა შეხვედრისას, რომ სირიაში მიმდინარე ოპერაცია არ წარმოადგენს ქურთების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას. თურქი დიპლომატის განცხადებით, მთავარ სამიზნეს წარმოადგენს ქურთული მუშათა პარტია “PKK” და მასთან ასოცირებული სირიაში ჩამოყალიბებული ქურთული სამხედრო რაზმი YPG, რომელიც ანკარის მიერ უკვე თითქმის 40 წელია აღქმულია, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციად.

ფატმა იაზგანმა განაცხადა, რომ მედიაში მუსირებს დამახინჯებული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, თითქოს თურქი სამხედრო ძალები ხოცავენ ქურთ მშვიდობიან მოქალაქეებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ძველ ვიდეო-ფოტო მასალას სხვადასხვა სოციალური ვებ-გვერდები საზოაგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით აპიარებენ და ავრცელებენ ისე, თითქოს იგი ამჟამინდელი სპეცოპერაციის ამსახველი ფაქტები იყოს. ელჩმა აღნიშნა აგრეთვე, რომ სამოქალაქო პირების გარდაცვალების ცალკეული შემთხვევების მიზეზი არის ის, რომ ქურთი ტერორისტები მათ ფარად იყენებენ თავის დასაცავად. შეხვედრაზე განაცხადეს, რომ თურქი სამხედროების მიერ წარმოებული სპეცოპერაციის ფონზე მშვიდობიანი მოქალაქეების გარდაცვალების ძალიან მცირე ფაქტებია- იმაზე ბევრად ნაკლები , ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ აშშ-ს მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციაში მოხდა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ თურქეთის მაღალჩინოსნებს აქვს კოორდინაცია სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან რაიმე კონფლიქტის, გაუგებრობისა და დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით.

თურქეთის ელჩმა კომენტარი გააკეთა სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც თურქეთის მიერ აჭარის მიტაცების საკითხს ეხებოდა. მისი თქმით, აღნიშნული არის დეზინფორმაცია და სიმართლეს არ შეესაბამება.

NEWPOSTS-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ თურქ პოლიტიკურ ლიდერებს ჩრდილოეთ სირიაში ე.წ 30 კილომეტრიანი უსაფრთხო ზონის შექმნის პერსპექტივა სირიის სამთავრობო ძალებისა და რუსი სამხედროების თურქეთთან მოსაზღვრე ქალაქებში შესვლის ფონზე, დიპლომატმა განაცხადა, რომ მათ იმედი აქვთ, რომ ტერორისტებთან თანამშრომლობაზე უარს განაცხადებენ ზემოაღნიშნული ქვეყნების საჯარისო ნაწილები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42